ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა

ტრანსპლანტაციის დარგში ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე კლინიკაა.

ვალერი შუმაკოვისა და ლაურ მანაგაძის ხელმძღვანელობით 1977 წელს ჩვენს კლინიკაში გვამური დონაციით ჩატარდა თირკმლის 4 ტრანსპლანტაცია.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტი, რომელიც უკვე 20 წლისაა. ამავე საუბილეო თარიღს ემთხვევა ის ფაქტიც, რომ 20 წლის წინ 1997 წელს ჩვენს კლინიკაში ცოცხალი ნათესაური დონაციით თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა. საერთო ჯამში ქირურგიის ეროვნული ცენტრი თირკმლის გადანერგვის 40–მდე წარმატებულ ოპერაციას ითვლის.
დეპარტამენტი დააფუძნა საქართველოში თირკმლის ტრანსპლანტაციის პიონერმა ბატონმა ელგუჯა ღონღაძემ, რომელმაც 1995 წელს საქართველოში პირველად ცოცხალი ნათესაური დონაციით თირკმლის გადანერგვის 4 ოპერაცია ჩაატარა.
2014 წელს კლინიკის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით აღნიშნულ დეპარტამენტს მისი სახელი ეწოდა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს წლების განმავლობაში ტრანსპლანტაციის სფეროში მოღვაწე არაერთი ცნობილი უცხოელი სპეციალისტი სტუმრობდა და ჩვენს ექიმებთან თანამშრომლობდა, მათ შორის, საფრანგეთში ცნობილი პროფესორები ჟაკ დანტალი და ჟორჟ კარამი, შუმაკოვის სახელობის ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრის პროფესორი, ტრანსპლანტოლოგი იან მაისუკი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოდიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტს დღეს ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი მიხეილ ღონღაძე. ამ დეპარტამენტს ერთგულად ემსახურებიან ექიმი–ნეფროლოგები ნინო შონია და ნანა სადუნაშვილი.
ჰემოდიალიზის დეპარტამენტი ემსახურება დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტებს გეგმიურ რეჟიმში. ყოველდღიურად ტარდება ჰემოდიალიზის სეანსები სამი ცვლის პირობებში, სადაც დღეის მონაცემებით 160–მდე ბენეფიციარია ჩართული. გარდა ამისა, გადაუდებელი ჰემოდიალიზის ჩასატარებელი პირობები შექმნილია კრიტიკული მედიცინისა და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტშიც. აღნიშნული სერვისი ერთადერთია ქალაქის მასშტაბით და ხორციელდება 24 საათის განმავლობაში.
ბოლო 20 წლის განმავლობაში დეპარტამენტი მუდმივად იზრდებოდა და ვითარდებოდა. დიდი წარსულით მდიდარი დეპარტამენტის პროფესიონალთა გუნდს უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს და მათი რაოდენობა განუხრელად მატულობს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19.

გისურვებთ ჯანმრთელობას!