ქრონიკული ანთების გამო კუნთის მასა მცირდება

კუნთი

ხანდაზმული ადამიანის სისხლში C–რეაქტიული ცილის (CRP) მაღალი დონე კუნთის მასის დაკარგვის მიზეზი ხდება.

ეს ცილა ანთების ერთგვარი მარკერია. ნაშრომზე მუშაობდნენ ერებრეს უნივერსიტეტისა და ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები. კუნთის მასის დაკარგვის პროცესი 40 წლიდან იწყება. სამეცნიერო ნაშრომებშიც კი მწირი ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მცირდება კუნთოვანი მასა ასაკის მატებასთან ერთად. ერთი თეორიის მიხედვით ამის მიზეზია ანთება, რომელიც ხასიათდება სისხლში ანთების მარკერის ქრონიკული, ზომიერი ზრდის დონით.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შესაძლებელია სისხლში C–რეაქტიული ცილა (CRP) გავზომოთ და ის ანთებისა და ინფექციის მარკერია. ნაშრომზე მუშაობისას გამოიკვეთა ურთიერთკავშირი სისხლში C–რეაქტიული ცილის (CRP) გაზრდილ დონესა და კუნთის მასის შემცირებას შორის.
კვლევაში მონაწილეობდნენ 65–დან 75 წლამდე ასაკის ადამიანები.
ამასთან, ექსპერტებმა შეძლეს გაერკვიათ თუ როგორ ახდენს გავლენას C–რეაქტიული ცილა კუნთის უჯრედის ზომაზე. კვლევაზე დაყრდნობით ექსპერტები განმარტავენ, რომ C–რეაქტიული ცილა ზემოქმედებს კუნთის უჯრედის ცილის სინთეზზე.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

სიმსივნე და ონკომარკერი – რატომ უნდა დაინტერესდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციით?

სიმსივნე და ონკომარკერი – რატომ უნდა დაინტერესდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციით?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.