თუ ღეჭვის, სუნთქვის ხმა გაღიზიანებთ – რა უნდა იცოდეთ მისოფონიის შესახებ?

მისოფონია

მისოფონია დარღვევაა, რომლის დროსაც პიროვნებას ძლიერი ნეგატიური რეაქცია აქვს გარკვეული ხმის მიმართ.

ამ მდგომარეობისას პიროვნებას ძალიან აღიზიანებს ხმა, რომელსაც ადამიანი გამოსცემს, მაგალითად, ღეჭვა, სუნთქვა და სხვა. ფიზიკური და ემოციური რეაქციების გამო სავსებით შესაძლებელია გამოვლინდეს შფოთვა, პანიკა. მეცნიერებს ჯერჯერობით ამ მდგომარეობის მკურნალობის სპეციფიური წამალი არ გამოუგონიათ.

როგორც წესი პიროვნება თავადვე ცდილობს თავი აარიდოს ამ მდგომარეობას, მაგალითად:
• გამაღიზიანებელი ხმის ჩასახშობად იყენებს ყურსასმენს, უსმენს მუსიკას;
• ავტობუსსა და რესტორანში ჯდება იმ ადგილზე, რომელიც დიდი მანძილითაა დაშორებული მისოფონიის მაპროვოცირებელი ხმებისგან;
• სტრესისგან გასათავისუფლებლად იყენებს რელაქსაციის მეთოდებს;
• თუ საშუალება აქვს ერიდება გარემოს, სადაც გამაღიზიანებელი ხმები ესმის.
თქვენი მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მისოფონიის მქონე პიროვნება დაარწმუნოთ უყურადღებოდ დატოვოს ხმა, უშედეგო იქნება.
მისოფონიისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ხმით გამოწვეული მძაფრი რეაქცია, მაგალითად, სიბრაზე ან აგრესია. ქალბატონებსა და მამაკაცებში ხმის მიმართ მსგავსი რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა, როგორც წესი სიმპტომები ვლინდება გვიან ბავშვობასა ან ადრეულ თინეიჯერულ წლებში. 

მისოფონიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
• გაღიზიანება, რომელსაც სიბრაზე მოსდევს;
• ზიზღის შეგრძნება და სიბრაზე;
• სიტყვიერი აგრესია; 
• ფიზიკური აგრესია.

გაღიზიანების გამო ადამიანი განიცდის როგორც ემოციურ სტრესს, ასევე ფიზიკურს, მაგალითად:
• უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;
• კუნთის დაჭიმულობა;
• არტერიული წნევის ზრდა;
• გულისცემის აჩქარება;
• სხეულის ტემპერატურის ზრდა. 
თუ ერთ–ერთ სამეცნიერო ნაშრომს თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ მისოფონიის მქონე მონაწილეთა 52.4%–ს შესაძლოა ასევე დაესვას ობსესიურ–კომპულსიური პერსონალური აშლილობის დიაგნოზი. 
რა ტიპის ხმა აღიზიანებთ ყველაზე მეტად მისოფონიის მქონე ადამიანებს?

წარმოგიდგენთ სხვადასხვა კვლევის შედეგებს:
• მონაწილეთა 81%–ს აღიზიანებს ხმა, რომელსაც ადამიანი კვების დროს გამოსცემს;
• 64% ღიზიანდება ხმამაღალი სუნთქვის გამო;
• თითით ან ხელით გამოწვეული ხმა გავლენას ახდენს 59.5%–ზე.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ორ ორსულს ტყუპები შეეძინა! ერთმა მშობიარემ გოგონები გააჩინა, მეორემ – ვაჟები

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ორ ორსულს ტყუპები შეეძინა! ერთმა მშობიარემ გოგონები გააჩინა, მეორემ – ვაჟები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ფილიალ „ახალ სიცოცხლეში“ იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა.