ქირურგიის ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი საჩუქარი ჩვენს მოსახლეობას – დუშეთის რაიონში მორიგი უფასო გასინჯვის აქცია ჩატარდა

უფასო გასინჯვის აქცია

აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღო ახლოსმდებარე სოფლების მოსახლეობამ

9 თებერვალს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მოსახლეობის მორიგი უფასო გასინჯვის აქცია გამართეს მჭადიჯვარში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასევე ახლოსმდებარე სოფლების მოსახლეობამ (მუნიციპალიტეტისგან გამოყოფილი იყო რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი, რითაც ჩამოიყვანეს მაცხოვრებლები). 

აქციის ჩატარებაში დაგვეხმარა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სოფლის გამგეობა.
აქციას დაესწრო გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, დუშეთის გამგებელი, მუნიციპალიტეტის წევრები.
აქცია მიმდინარეობდა სოფლის ამბულატორიის შენობაში.
ექიმების ჩასვლა იყო მათთვის ძალიან საჭირო და გამამხნევებელი მოვლენა. ექიმთან ძალიან დიდი ხანია არ ყოფილან კონსულტაციაზე და ამიტომ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდნენ.
აქციაში მონაწილეობდნენ: ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი,ტრავმატოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი.
პაციენტებს სტანდარტულად ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.
აქციაში მონაწილეობა მიიღო 105–მა ადამიანმა, ჩატარდა 358 კონსულტაცია და კვლევა.
საოპერაციო ავადმყოფებზე ზოგადმა ქირურგმა გასცა 4 ფორმა–100, გინეკოლოგმა 2 ფორმა–100, სისხლძარღვთა ქირურგმა – 5 ფორმა–100; ნევროლოგმა მრტ–ზე ფორმა 100 გასცა 6 ავადმყოფზე.
ავადმყოფების ნაწილი დაბარებულ იქნა კლინიკაში შემდგომ კვლევაზე.
აქციის ბოლოს ავადმყოფებს დაურიგდათ „ავერსის“ მიერ გამოყოფილი მედიკამენტები.
აქცია გაშუქდა მასმედიის საშუალებებით.


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე – ამ ლოზუნგით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან.

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით საშუალებას იძლევა კაპილარულ დონეზე იქნას შესწავლილი ცერებრული ჰემოდინამიკა.