როდის არ უნდა ივარჯიშოთ?

ვარჯიში

ვარჯიში ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები.

თუ სტატიაში წარმოდგენილი რომელიმე ნიშანი გეცნობათ, რეკომენდებულია, ფიზიკური აქტივობა სხვა დროისთვის გადადოთ:

• ვარჯიშს უნდა მოერიდოთ თუ ტრავმა მიიღეთ. პოპულარული მოსაზრება თითქოს ტკივილის გარეშე შედეგს ვერ მიიღებთ, არასწორია. სწორედ ტკივილია ის სიმპტომი, რომლის წყალობითაც ორგანიზმი გაცნობთ, რომ დროა ვარჯიში შეწყვიტოთ;
• სირბილით პრობლემას ვერ გაექცევით. მუცლის პრესი თქვენს ქორწინებას ვერ გადაარჩენს, ხოლო თუ სამსახურში დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებთ, სხეულის ცხიმის 10% სამსახურიდან გათავისუფლებისგან არ დაგიცავთ. ფიტნესი სასარგებლოა, მაგრამ ოჯახზე, საყვარელ ადამიანსა და სამსახურზე მნიშვნელოვანი არაა. სასურველია დაიცვათ ბალანსი;
• მხოლოდ იმიტომ ვარჯიშობთ, რომ წონაში დაიკლოთ. ფიტნესინსტრუქტორებს ხშირად მიმართავენ კლიენტები და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ვარჯიშისგან სასურველ შედეგს ვერ ხედავენ და როგორც წესი ამაში გულისხმობენ იმას, რომ ვერ იკლებენ წონას. ფიტნესი არაა მხოლოდ წონის კლება, ეს არის სხეულის გამკვრივება, ჯანმრთელობა. ფიტნესის შედეგი შეიძლება იყოს ასევე ქოლესტერინის დონის ან არტერიული წნევის დაქვეითება. რაც შეეხება ზედმეტ კილოგრამებთან გამკლავებას, ყველაფერი დამოკიდებულია საკვების მიმართ თქვენს ფიზიოლოგიურ და ემოციურ ურთიერთობაზე. ცუდ არჩევანს გააკეთებთ თუ გადაწყვეტთ, რომ ვარჯიში განიხილოთ როგორც დიეტის ერთ–ერთი ფორმა. გაცილებით ეფექტურია ჯერ ზედმეტი წონა დაიკლოთ, ხოლო ვარჯიში შემდეგ დაიწყოთ;
• თუ სპორტდარბაზში ვარჯიში არ გიყვართ, ფიზიკური აქტივობის სხვა ფორმა შეარჩიეთ, მაგალითად, სეირნობა ან ლაშქრობა.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე – ამ ლოზუნგით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან.

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით საშუალებას იძლევა კაპილარულ დონეზე იქნას შესწავლილი ცერებრული ჰემოდინამიკა.