თუ გსურთ უფრო სწრაფად ირბინოთ, გაიღიმეთ

ვარჯიში

მეცნიერთა აზრით, ღიმილი ფიზიკური აქტივობის დონის ზრდას უწყობს ხელს.

მკვლევარები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ღიმილის, დადებითი განწყობის წყალობით სპორტსმენისთვის ვარჯიში მეტად სასიამოვნო, მარტივია. ექსპერტები თვლიან, რომ ღიმილი ამცირებს კუნთის დაჭიმულობას და მორბენალს შესაძლო უსიამოვნო შეგრძნებისგან ყურადღება გაცილებით მარტივად გადააქვს.

ნაშრომზე მუშაობდნენ ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარე საჯარო უნივერსიტეტის Ulster University–ს მეცნიერები.
კვლევის ავტორებმა ექსპერიმენტში ჩართეს 24 პროფესიონალი მორბენალი. ყველა მონაწილეს დაევალა, რომ ერბინა მომღიმარი სახით, შუბლშეკრულს, მოედუნებინა ხელები და ზედა ტანი ან ვარჯიში ნორმალურ, ჩვეულ პოზაში შეესრულებინა. თითოეული ტურის შემდეგ უნდა განემარტათ თუ რას გრძნობდნენ სირბილის დროს. ასევე მონაწილეებს ეკეთათ სასუნთქი ნიღაბი იმ მიზნით, რომ მკვლევარს გაეზომა რა რაოდენობით ენერგიას მოიხმარდნენ სირბილის დროს.
იმ მონაწილეებთან შედარებით, რომლებსაც წარბი ჰქონდათ შეკრული მათ, ვინც იღიმოდნენ 2.8%–ით ნაკლები ენერგია დახარჯეს. ექსპერტების აზრით, ცუდი განწყობილების გამო პიროვნებას მეტად უჭირს სირბილი.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე – ამ ლოზუნგით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან.

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით საშუალებას იძლევა კაპილარულ დონეზე იქნას შესწავლილი ცერებრული ჰემოდინამიკა.