კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს გერმანიაში

ახალი სიცოცხლე

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.

კლინიკაში ფუნქციობს თანამედროვე სტანდარტების ქართულ–გერმანული ლაბორატორია New medical service, რომლის ხელშეწყობითაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ 7 000–მდე ლაბორატორიული კვლევა გერმანიის საუკეთესო ლაბორატორიებში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ ლაბორატორიულ კვლევებს გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკების საუკეთესო ლაბორატორიებში!
ლაბორატორიაში ხდება ონკოლოგიური, ენდოკრინული, გინეკოლოგიური, ალერგიული, სიმსივნური მარკერების, იმუნოჰისტოქიმიური, ყველა გენეზის ინფექციური დაავადების (ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული), სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (გონორეა, ტრიქომონოზი, ქლამიდიოზი, ჰერპეს–ვირუსული ინფექცია, მიკოპლაზმა, შიდსი, B ჰეპატიტი, მკრთალი ტრეპონემა და სხვა) გენეტიკური კვლევა როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი დაავადებების დროს და სხვა.
მობრძანდით კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და ისარგებლეთ ლაბორატორიულ კვლევათა ფართო სპექტრით:
• ბიოქიმია;
• მიკრობიოლოგია;
• ბაქტერიოლოგია;
• იმუნოლოგია;
• მორფოლოგია-იმუნოჰისტოქიმია;
• სიმსივნური მარკერები;
• ციტოლოგია;
• გენეტიკა;
• ჰარმონია-პრენატალური ტესტი - ორსულთა სკრინინგი, გენეტიკური დარღვევების დროს ორსულობის მე-10 კვირაზე;
• ნებისმიერი ვირუსისა და ბაქტერიის PCR მეთოდით კვლევა;
• სპეციფიური ცილები;
• აუტოიმუნური მარკერები;.
აღსანიშნავია, რომ New Medical Service-ს ლაბორატორიაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ისეთი მნიშვნელოვანი ანალიზები, რომელთა კვლევა საერთოდ არ ხდება საქართველოში, საუბარია 500-ზე მეტ მნიშვნელოვან ანალიზზე. ეს ანალიზები აუცილებელია ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შემუშავებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ზუსტი და ხარისხიანი ანალიზი დაავადების სწორი დიაგნოზირების საწინდარია.
მოგეხსენებათ, რომ კვლავ აქტუალური რჩება მემკვიდრეობითი და თანდაყოლილი განვითარების მანკების, მათ შორის ქრომოსომული და მონოგენური დაავადებების პრობლემა. სწორედ ამ პათოლოგიების დიაგნოსტირებაა შესაძლებელი „ახალი სიცოცხლის“ ლაბორატორიაში.
ორსულობის 10+1 კვირის ვადიდან შესაძლებელია პრენატალური სკრინინგი (ჰარმონია ტესტი) ისეთი გენეტიკური დაავადებების გამოსავლენად, როგორიცაა 21-ე ქრომოსომის ტრისომია (დაუნის სინდრომით) ან ორი სხვა ქრომოსომული დარღვევა – მე-18 ქრომოსომის ტრისომია (ედვარდსის სინდრომი) და მე-13 ქრომოსომის ტრისომია (პატაუს სინდრომი).
ლაბორატორიიდან უკლებლივ ყველა ანალიზი იგზავნება გერმანიაში, კერძოდ ფრანკფურტში მდებარე ლაბორატორიებში Laborarztpraxis–ში, Cenata–სა და OptiPath–ში. პასუხი გადმოგეცემათ როგორც ქართულ, ასევე გერმანულ ენაზე.
ჩვენი ლაბორატორია გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას დაბალ ფასად!
საუკეთესო კვალიფიკაციის პროფესიონალი კონსულტანტები პრესტიჟულ კლინიკებში მუშაობის დიდი გამოცდილებით!

ლაბორატორიას აქვს ბინაზე უფასო გამოძახების სერვისი (ჩაწერა წინა დღეს);

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართია თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქ.№21ა;

კლინიკის ქოლ–ცენტრის ტელეფონი: 577 05 99 00;

ლაბორატორიის ტელეფონი: 591 94 57 07 ან 555 76 01 45;

ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და დავამარცხოთ დაავადება!

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე – ამ ლოზუნგით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან.

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით საშუალებას იძლევა კაპილარულ დონეზე იქნას შესწავლილი ცერებრული ჰემოდინამიკა.