შეიძლება თუ არა აკნეს სამკურნალოდ სოდის გამოყენება?

აკნე

აკნე თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა.

გამონაყარი მსოფლიოში ბევრ ადამიანს აწუხებს. საკვები სოდა აკნეს ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. არსებობს მოსაზრება, რომ სოდა აკნეს ნაწიბურების პრევენციის საშუალებაა.

ითვლება, რომ სოდას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური ეფექტი, თუმცა ჩნდება შეკითხვა თუ რამდენად უსაფრთხოა ეს მეთოდი, როცა საქმე სახის კანს ეხება. თუ ექსპერტების მოსაზრებას გავეცნობით, აღმოვაჩენთ რომ, ისინი სოდით კანის ხშირად დამუშავებას დიდ რეკომენდაციას არ უწევენ. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ სოდა აღიზიანებს კანს და მას მნიშვნელოვან დამცავ ცხიმს აცილებს.
თუ მაინც გადაწყვიტეთ, რომ აკნესთან ბრძოლის პროცესში სოდა ჩართოთ სასურველია ის ყოველდღე არ გამოიყენოთ და დაიცვათ ზომიერება.
იყენებენ რამდენიმე მეთოდს:
• სახის ნიღაბი – 1 ან 2 ჩაის კოვზი საკვები სოდა სახის გამწმენდ საშუალებასთან შეურიეთ. ერთგვარი მასის მისაღებად მცირე რაოდენობით თბილი წყლის დამატებაცაა სასურველი. დაზიანებულ მონაკვეთში მასაჟის გზით შეიზილეთ და 10–15 წუთით დაიტოვეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ;
• პილინგის ეფექტისთვის ნიღაბი იგივე პრინციპით მოამზადეთ, მაგრამ სახეზე დადებისთანავე ჩამოიბანეთ.
გაითვალისწინეთ, რომ სოდამ შესაძლოა კანი გამოგიშროთ. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია პროცედურის შემდეგ ისარგებლოთ დამატენიანებელი კრემით. თუ გსურთ, რომ სოდა ისე გამოიყენოთ როგორც კანის მოვლის პროდუქცია სასურველია ახალი შეიძინოთ, რადგან უკვე გახსნილ პაკეტში შესაძლოა სხვა ნივთიერების გამო დაბინძურებული იყოს და ამის გამო კანი უფრო მეტად გაღიზიანდეს. ნამდვილად ეფექტურია თუ არა სოდა აკნეს სამკურნალოდ? ამ საკითხზე მცირე გამოკვლევაა ჩატარებული.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე – ამ ლოზუნგით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან.

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით საშუალებას იძლევა კაპილარულ დონეზე იქნას შესწავლილი ცერებრული ჰემოდინამიკა.