რა არის ბაზოფილია და ჯანმრთელობის რა პრობლემაზე მიგვანიშნებს?

ბაზოფილია

ბაზოფილია მიუთითებს იმაზე, რომ პიროვნების სისხლში ბაზოფილური უჯრედის დიდი რაოდენობაა.

ბაზოფილი ლეიკოციტის ტიპია. თავისთავად ბაზოფილია არ არის მდგომარეობა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების მნიშვნელოვან მარკერს წარმოადგენს. ჯანმრთელ ორგანიზმში ბაზოფილების რაოდენობა ძალიან მინიმალურია, ხოლო ბაზოფილიის დროს მისი მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბაზოფილური უჯრედი ლეიკოციტის ჯგუფისაა და გამომუშავდება ძვლის ტვინში. ცნობილია, რომ ლეიკოციტის დახმარებით ორგანიზმი ინფექციებს ებრძვის. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ლეიკოციტის მაღალი დონე სხეულში იმუნურ რეაქციაზე მიგვანიშნებს და იმაზე, რომ ის ადამიანს ინფექციებისგან და სხვა პრობლემებისგან იცავს. თუმცა, როცა პიროვნებას ბაზოფილია აქვს ლეიკოციტების რიცხვის ზრდა კარგს არაფერს მოასწავებს.
აღსანიშნავია, რომ ბაზოფილია იშვიათად არსებობს დამოუკიდებელი სახით და უმეტეს შემთხვევაში სხვა მდგომარეობაზე მიგვანიშნებს. ბაზოფილიის გამომწვევი მიზეზებია: ინფექციები, ალერგია, ქრონიკული ანთებით მიმდინარე დარღვევა და დაავადება, მიელოპროლიფერაციული დარღვევები.


ბაზოფილიამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:
• მუცლის ტკივილი და სპაზმი;
• ქავილი;
• წონის კლება;
• დაღლილობა;
• ციებ–ცხელება;
• დისკომფორტი, საერთო სისუსტე.
როცა სიმპტომებზე ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ თუ რა მიზეზითაა მომატებული ბაზოფილური უჯრედის რაოდენობა, მაგალითად, ინფექციის დროს ინფექციისთვის დამახასიათებელ ნიშნებს თან სდევს დაღლილობა, საერთო სისუსტე, ციებ–ცხელება.


ბაზოფილია, რომელიც ალერგიის გამო გამოვლინდა ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:
• ცემინება;
• სურდო;
• თვალის ქავილი;
• გამონაყარი;
• შეშუპება.
ხოლო მუცლის ტკივილი, დიარეა, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა იმის მანიშნებელია, რომ ბაზოფილია ნაწლავის ანთებითი დაავადების შედეგია.


შემდეგი სიმპტომები ვლინდება, როცა ბაზოფილია გამოწვეულია მდგომარეობით, რომელიც იწვევს ქრონიკულ ანთებას:
• დაღლილობა;
• კუნთის სპაზმი და ტკივილი;
• შებერილობა;
• მსუბუქი ციებ–ცხელება;
• ხელებისა და ფეხების დაბუჟება;
• ფსორიაზის შემთხვევაში კანზე გამონაყარი.


მიელოპროლიფერაციული დარღვევებით გამოწვეული ბაზოფილია ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:
• სისუსტე;
• თავის ტკივილი;
• მხედველობასთან დაკავშირებული გარკვეული ცვლილებები;
• სისხლდენა;
• სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა;
• ხელებისა და ფეხების დაბუჟება;
• ძვლის ტკივილი.
ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს. რაც შეეხება მკურნალობის კურსს. უშუალოდ ბაზოფილია არ ინკურნება, არამედ მკურნალობის კურსი ფოკუსირებულია პიროვნების ჯანმრთელობის ძირითად მდგომარეობაზე.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ორ ორსულს ტყუპები შეეძინა! ერთმა მშობიარემ გოგონები გააჩინა, მეორემ – ვაჟები

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ორ ორსულს ტყუპები შეეძინა! ერთმა მშობიარემ გოგონები გააჩინა, მეორემ – ვაჟები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ფილიალ „ახალ სიცოცხლეში“ იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა.