როგორ ამოვიცნოთ ანაფილაქსიური შოკის სიმპტომები?

ანაფილაქსიური შოკი

ანაფილაქსიური შოკი ალერგიული რეაქციით გამოწვეული, სახიფათო, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

ალერგია გარემო ფაქტორის მიმართ ადამიანის მომატებული მგრძნობელობაა. მას ორგანიზმში იმუნური სისტემა აბალანსებს. იმუნურ სისტემას დაცვითი მექანიზმი აქვს – ანტისხეულებს გამოიმუშავებს. როდესაც ორგანიზმში ანტიგენი ჭარბობს და ანტისხეულებს ბრძოლა აღარ შეუძლიათ, ალერგიული რეაქცია ვითარდება.

სტატიაში უშუალოდ ანაფილაქსიურ შოკზე მოგითხრობთ. უმეტეს შემთხვევაში ანაფილაქსიის სიმპტომები რამდენიმე წუთში ვლინდება. იშვიათად, რომ რამდენიმე საათის შემდეგ დაფიქსირდეს.
ანაფილაქსიური რეაქციისთვის დამახასიათებელია:
• ცხვირის, პირის, კანისა და კუჭის გაღიზიანება, მაგალითად, გამონაყარი, დიარეა ან ჰიპერემია;
• სუნთქვის გაძნელება;
• დაბალი არტერიული წნევა, რომლის გამოც სავსებით შესაძლებელია ადამიანს წაუვიდეს გული, შეაწუხოს თავბრუსხვევამ ან თავი იჩინოს დაბნეულობამ;
• ენის, ტუჩის ან ყელის შეშუპება;
• ყლაპვის გაძნელება.
ანაფილაქსიური შოკის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია დაქვეითებულ არტერიულ წნევასთან. ასევე შესაძლოა დაფიქსირდეს ნიშნები, რომელიც როგორც წესი მაშინ ჩნდება, როცა ორგანოს ჟანგბადი ნორმალური დოზით არ მიეწოდება.
ანაფილაქსიური შოკის დროს ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს გონება, განიცადოს ტკივილი გულმკერდის არეში.
ანაფილაქსიური შოკის რეაქცია სამედიცინო შოკის სხვა ფორმების მსგავსია. ანაფილაქსიური შოკის ადრეული სიმპტომები ცვალებადია და საწყის ეტაპზე შესაძლოა შედარებით მსუბუქ ფორმაში გამოვლინდეს, მოიცავდეს გამონაყარს, ქავილსა და შიშის შეგრძნებას. ძლიერი ალერგიული რეაქციის ისტორიის მქონე ადამიანებს აქვთ სიმპტომების ერთნაირი ნიმუში ყოველ რეაქციაზე.
ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნები, რომელიც შესაძლოა ანაფილაქსიურ შოკში გადაიზარდოს გამოიყურება ასე:
• გალურჯება ან თეთრი ფერის შეფერილობა;
• სახის ან ტუჩის შეშუპება;
• ხველა;
• სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა;
• გამონაყარი ცალკეულ არეში.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე – ამ ლოზუნგით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან.

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით საშუალებას იძლევა კაპილარულ დონეზე იქნას შესწავლილი ცერებრული ჰემოდინამიკა.