მეცნიერებმა გაფანტული სკლეროზის პრევენციის საშუალება აღმოაჩინეს?

გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზის დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები, ზურგის ტვინი.

გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს.

მკვლევარებმა ზუსტად არ იციან თუ რა იწვევს გაფანტულ სკლეროზს. თუმცა ალბერტას უნივერსიტეტისა და მაკგილის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს კვლევა, რომელიც შესაძლოა გაფანტული სკლეროზის პრევენციის საკითხში ეფექტური საშუალება გახდეს.
კვლევის ავტორებმა შეისწავლეს ადამიანის ტვინის ქსოვილი. მათ აღმოაჩინეს, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების ტვინში ცილის სახელწოდებით calnexin–ის ძალიან მაღალი რაოდენობა იყო, მაშინ, როცა ამ პროტეინის დონე ასეთი არ იყო ჯანმრთელ ადამიანში (პიროვნება, რომელსაც გაფანტული სკლეროზი არ ჰქონდა). ექსპერტებმა მოგვიანებით ექსპერიმენტი ჩაატარეს თაგვზე, რომელიც გამრავლებული იყო გაფანტული სკლეროზის მოდელით. მათ აინტერესებდათ თუ რა გავლენა აქვს ცილა calnexin–ს ცოცხალი არსების ორგანიზმში.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ის თაგვი, რომელსაც არ ჰქონდა პროტეინი calnexin სრულიად რეზისტენტული იყო გაფანტული სკლეროზის მიმართ. ალბერტას უნივერსიტეტის მეცნიერი მარეკ მიჩალაკი აცხადებს, რომ სამომავლოდ გაფანტული სკლეროზის თერაპიისთვის სავსებით შესაძლებელია calnexin–ის გამოყენება.
„ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ თუ როგორ მუშაობს ეს პროტეინი უჯრედებში, რომლებიც მონაწილეობენ ჰემატოენცეფალური ბარიერის (ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას სისხლს, ზურგის ტვინის არხის სითხესა და თავის ტვინს შორის და ფლობს დამცველობით ფუნქციებს) შექმნაში. თუ ზუსტად გვეცოდინება რა ფუნქცია აკისრია calnexin–ს ამ პროცესში, შევძლებთ მივაგნოთ გზას, რომელიც გულისხმობს მისი ფუნქციების მანიპულირებით გაფანტული სკლეროზის წინააღმდეგ რეზისტენტული უნარების ჩამოყალიბებას, ხელშეწყობას“, – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სოფელ დირბში ჩაატარებს

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე – ამ ლოზუნგით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან.

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით საშუალებას იძლევა კაპილარულ დონეზე იქნას შესწავლილი ცერებრული ჰემოდინამიკა.