რომელ ვიტამინებს შეიცავს მწვანე ლობიო?

ლობიო

მწვანე ლობიოში მცირე რაოდენობითაა კალორია და ცხიმი, არ შეიცავს ქოლესტერინს.

მასში დიდი დოზითაა საკვები ბოჭკო. A, C, K, B6 ვიტამინების და ფოლიუმის მჟავის წყაროა. მწვანე ლობიო თქვენს ორგანიზმს მნიშვნელოვანი მინერალებით გაამდიდრებს. შეიცავს კალციუმს, რკინას, კალიუმს, სპილენძს.

მწვანე ლობიოშია ისეთი ძლიერი პოლიფენოლური ანტიოქსიდანტი, როგორიცაა ფლავონოიდი. ცნობილია, რომ ფლავონოიდს ანთების საწინააღმდეგო, ანტითრომბოზული თვისება გააჩნია. სწორედ ამიტომ მეცნიერები თვლიან, რომ მწვანე ლობიოს გულის დაავადებების რისკის შემცირება შეუძლია.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ძლიერი ანტიოქსიდანტის წყალობით ეს გემრიელი საკვები იმუნიტეტისთვის სასარგებლოა.
მწვანე ლობიო შეიცავს სპეციფიურ კაროტინოიდებს და მისი დახმარებით შეუძლია მაკულაური დეგენერაციის პრევენცია, რომელიც თვალის ფუნქციონირებისა და მხედველობის დაქვეითებაა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მწვანე ლობიო შეიცავს კალციუმს, შესაბამისად, სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის.
მწვანე ლობიო იმ საკვების სიაშია, რომელსაც იშვიათად რომ თან სდევდეს გვერდითი ეფექტები, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. მწვანე ლობიოში ფიტინის მჟავაა, რომელმაც შესაძლოა საკვები ნივთიერებების დეფიციტი გამოიწვიოს თუ მას ჭარბი რაოდენობით მიირთმევთ. აღსანიშნავია, რომ ფიტინის მჟავის მაჩვენებელი ლობიოში ძალიან დაბალია, მაგრამ თუ გაწუხებთ ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც მინერალების დეფიციტს იწვევს, ფიტინის მჟავის მქონე კერძის მირთმევა კარგი არჩევანი არაა. ზოგიერთ ადამიანს მწვანე ლობიოს მიმართ კვებითი ალერგია აქვს.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.