11 მატჩიდან 11 გამარჯვება – ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები კალათბურთის სამოყვარულო ლიგაში თამაშობენ

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

რეგულარული ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია.

ფიზიკური აქტივობა ორგანიზმის ცალკეული სისტემების ფუნქციონირებაზე დადებითად მოქმედებს, ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას და ა.შ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ ღონისძიებებში. კლინიკაში პაციენტებზე ზრუნვის შემდეგ, განტვირთვის სახით, საკუთარ ფიზიკურ მომზადებაზე ზრუნავენ და კვირაში ორჯერ ვარჯიშობენ იმისთვის, რომ კვირის ბოლოს კლინიკის სახელით მოედანზე ღირსეულად ითამაშონ.

ისინი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს მინი ფეხბურთსა და კალათბურთში ეჯიბრებიან და აღსანიშნავია, რომ დიდი წარმატებით!

ამჯერად კლინიკის იმ თანამშრომლების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც საკუთარ ძალებს კალათბურთში ცდიან!

ზაზა ფაჩულიას მიერ ჩამოყალიბებულ საკალათბურთო სამოყვარულო ლიგაში იბრძვის „ავერსის“ გუნდი. გუნდში ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით თამაშობენ ყბა–სახის ქირურგი შოთა ლობჟანიძე (მცველის პოზიცია) და სტატისტიკის მენეჯერი გიორგი ჭონიაშვილი (მსუბუქი ფორვარდის პოზიცია).

„ავერსი“ სამოყვარულო ლიგის B დივიზიონშია და 11 მატჩიდან 11 გამარჯვებას ფლობს, წინ უდანაკარგოდ მიიწევს.

მატჩები მიმდინარეობს ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო აკადემიაში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს კლინიკა „აჯიბადემის“ პროფესორი ეწვია – ცნობილმა ჰემატოლოგმა მოკლე სალექციო ჩვენება გამართა!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს კლინიკა „აჯიბადემის“ პროფესორი ეწვია – ცნობილმა ჰემატოლოგმა მოკლე სალექციო ჩვენება გამართა!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ეწვია თურქეთში მდებარე ერთ–ერთი პრესტიჟული კლინიკა „აჯიბადემის“ პროფესორი, ცნობილი ჰემატოლოგი სირეტ რატიპი.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჰემოფილიის მსოფლიო დღე აღინიშნა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჰემოფილიის მსოფლიო დღე აღინიშნა

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქციას შეუერთდა.