სლივ–გასტრექტომია – სიმსუქნის პრობლემის გადაჭრა ქირურგიული გზით

სლივ–გასტრექტომია – სიმსუქნის პრობლემის გადაჭრა ქირურგიული გზით

თუ ჭარბი წონით იტანჯებით და გსურთ, რომ უსაფრთხოდ, უმტკივნეულოდ დაემშვიდობოთ ზედმეტ კილოგრამებს ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ სლივ–გასტრექტომიის ოპერაციას.

ეს არის ნაკლებად ინვაზიური ქირურგიული ჩარევა 100%–იანი შედეგით.

მობრძანდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და ისარგებლეთ ჩვენი გამოცდილებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ქირურგისა და ენდოკრინოლოგის უფასო კონსულტაციას.

თქვენი ჯანსაღი წონის დაბრუნებაზე იზრუნებს გამოცდილ ქირურგთა გუნდი, რომელიც წლებია წარმატებით ახორციელებს სლივ–გასტრექტომიის ოპერაციებს. მათი წყალობით მადლიერი პაციენტების რიცხვი იზრდება.

სლივ–გასტრექტომია კუჭის ვერტიკალური რეზექციაა, მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.

სლივ–გასტრექტომია ტარდება ლაპაროსკოპიული მეთოდით.

სლივ–გასტრექტომიის დახმარებით პაციენტი ემშვიდობება ზედმეტ წონას და ამასთან, სიმსუქნის თანმხლები დაავადებების რეგრესი ხდება.

კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოპერაციის წარმატებაში და ამცირებს გართულებების რისკს.

ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება, აქტიურდება და ხუთ დღეში ეწერება ბინაზე, ხოლო ერთ თვეში იწყებს ვარჯიშს.

მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რომ სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და არა კოსმეტიკური დეფექტი და მას თან შეიძლება ახლდეს მრავალი დაავადება, რაც საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას და აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს.

პაციენტის ოპერაციამდელ მომზადებას უზრუნველყოფს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმთა გუნდი:

  • ქირურგი;
  • კარდიოლოგი;
  • ფსიქოთერაპევტი;
  • თერაპევტი;
  • ენდოკრინოლოგი;
  • დიეტოლოგი.

მათ მიერ ინიშნება და რეალიზდება გამოკვლევის სრული კურსი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის პროფესიონალი ქირურგები გთავაზობენ სასურველ სამედიცინო შედეგთან ერთად თქვენი კომფორტისთვის მაქსიმალურად მორგებულ გარემოს!

მობრძანდით და გამოჯანმრთელდით, განიკურნეთ სიმსუქნისგან!

გამოიყენეთ ჩვენი სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალი!

სლივ-გასტრექტომიის ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ თანაგადახდის პრინციპით.

უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგს, გიგო ფიჩხაიას ნომერზე 596 26 92 92.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

გისურვებთ ჯანმრთელობას!