ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ინსულტის მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ინსულტის მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით!

ინსულტი ეწოდება მწვავედ განვითარებულ ნევროლოგიურ დეფიციტს, რომელიც განპირობებულია ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიებით.

სისხლძარღვოვანი დაავადებები გულისხმობს ყველა იმ დაზიანებას, რომლის მიზეზიც ტვინის სისხლძარღვებში განვითარებული პათოლოგიური პროცესებია. ისინი, თავის მხრივ, მრავალფეროვანია და მოიცავს სისხლძარღვის სანათურის დახშობას თრომბული ან ემბოლური მასით, სისხლძარღვების გაგლეჯას და/ან მისი კედლის განვლადობის ზრდას, სისხლის სიბლანტის მომატებას ან მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ცვლილებებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრი გთავაზობთ ინსულტის მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით.

ცენტრი უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით. აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია გამოცდილი და პროფესიონალი ნეიროქირურგებითა და ნევროლოგებით.

კლინიკის ინსულტის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მკურნალობას იმ თანამედროვე მეთოდებით, რაც დანერგილია ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.

ინსულტის ცენტრს საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც კლინიკა აღიჭურვა SHIMADZU-ს წარმოების ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12. მსგავსი აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ. ანგიოგრაფი ზედმიწევნით აკმაყოფილებს ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მოთხოვნებს და მისი უპირატესობა 2 მკლავია, რომელიც შეუცვლელია ამ ტიპის ჩარევების დროს გამოსახულების მაქსიმალური ხილვადობის მისაღწევად.

ჩვენს კლინიკაში იშემიური ინსულტის მკურნალობა ტარდება შემდეგი ეტაპების გავლით:

  • მწვავე სტადიის მენეჯმენტის ტრიაჟი;
  • ცირკულაციის აღდგენისა და პათოლოგიური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები;
  • ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია;
  • ინსულტის განმეორებისა და ვასკულური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები (მეორადი პრევენცია);
  • ჩვენს კლინიკაში ასევე ხორციელდება ჰემორაგიული ინსულტის მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სათანადო ჩვენებით  წარმატებით ტარდება საძილე არტერიის ბალონური ანგიოპლასტიკა (პერკუტანური, ტრანსლუმინური, კაროტიდული ან ვერტებრული არტერიების ანგიოპლასტიკა) და ტუბულარული მეტალის სტენტებით, შევიწროებული ცერებრული არტერიების სანათურის სტენტირება. ასევე წარმოებს კაროტიდული ენდარტერექტომია.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შესაძლებელია მწვავე იშემიური ინსულტის დროს სისხლძარღვიდან თრომბის ამოღება ხანმოკლე პროცედურით, ექსკლუზიური მეთოდით, თრომბექტომიით.

თრომბექტომიის საჭიროება დგება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს განუვითარდა მწვავე იშემიური ინსულტი, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზიცაა თრომბი, რომელიც ახშობს სისხლძარღვს, რის გამოც აღარ ხდება სისხლის მიდინება თავის ტვინში და აღნიშნულის გამო ვითარდება ინსულტი. ჩვენ ამ შემთხვევაში თრომბული მასები გარეთ გამოგვაქვს, ანუ სისხლძარღვს ვათავისუფლებთ. ეს არის მინი ინვაზიური ჩარევა, რომელსაც სჭირდება ადგილობრივი ანესთეზია. ბარძაყის მიდამოდან ჩხვლეტით ხდება სისხლძარღვშიდა მანიპულაცია. ოპერაცია კეთდება ანგიოგრაფის კონტროლით.

თრომბექტომიის უნიკალურობაა ისიც, რომ პაციენტი, რომელიც პროცედურამდე ვერ ამოძრავებს ხელს, ფეხს, ვერ საუბრობს, თრომბექტომიის შემდეგ მომენტალურად, ანგიოგრაფის მაგიდაზე ამოძრავებს კიდურს. სასურველი შედეგი უკვე საოპერაციოში დგება. თრომბექტომიას ტრადიციული ოპერაციისგან განსხვავებით არ ახასიათებს გართულებები, მაგალითად, ინფექცია და სხვა. ეს არის მხოლოდ ბარძაყის მიდამოში ნემსის ერთი ნაჩხვლეტი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის კიდევ ერთ თანამედროვე მეთოდს, თრომბოლიზურ თერაპიას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავის ტვინის კონკრეტული სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ ხდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას. მკურნალობისთვის გამოიყენება საერთაშორიო პრაქტიკაში დანერგილი ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი – აქტილიზეს (ალტეპლაზა) სახელწოდებით.  

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრის წყალობით უამრავი პაციენტი გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, არაერთი გაეწერა კლინიკიდან ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე.  

ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!