აქცია, რომელიც ქალის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საწინდარია – რატომ უნდა ისარგებლოთ და რა უნდა იცოდეთ აქციის შესახებ?

აქცია, რომელიც ქალის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საწინდარია – რატომ უნდა ისარგებლოთ და რა უნდა იცოდეთ აქციის შესახებ?

ქალბატონებო, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე.

კლინიკა გთავაზობთ აქციას, რომელიც მოიცავს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სრულ სერვისს: გინეკოლოგის კონსულტაციას, ციფრულ მამოგრაფიას, მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპიას, კოლპოსკოპიას, პაპ–ნაცხის ანალიზს, მამოლოგის კონსულტაციას.

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ აქციის შესახებ, იხილეთ ვრცლად!

აქციით ბევრი ქალბატონი სარგებლობს და ჯანმრთელობის ამ პაკეტის შესახებ კლინიკის ქოლ–ცენტრში შეკითხვები არ წყდება, სწორედ ამიტომ „ახალი სიცოცხლე“ განმარტავს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს აქცია.

ამ კვლევებით შესაძლებელია  რეპროდუქციული ორგანოების (საშო, საშვილოსნო–ყელი, ტანი, დანამატები, რომელიც მოიცავს საკვერცხეებს და სარძევე ჯირკვლებს) გამოკვლევა.

აღსანიშნავია, რომ  ზოგიერთი გინეკოლოგიური პათოლოგია  აისახება სარძევე ჯირკვალზეც.

რენტგენმამოგრაფიული გამოკვლევა წარმოადგენს მეთოდს, რომელიც ყველაზე მაღალი სპეციფიურობით გამოირჩევა ძუძუს ავთვისებიანი პროცესის დიაგნოსტირებისთვის. ამიტომაც ეს კვლევა აღიარებულია ე.წ. „ოქროს სტანდარტად“, თუმცა არსებობს გარკვეული ფაქტორები, მაგალითად, სარძევე ჯირკვლის სტრუქტურული თავისებურება, რაც განაპირობებს აღნიშნული მეთოდის სენსიტიურობის დაქვეითებას, ანუ დიაგნოსტირების ეფექტურობის დაქვეითებას.

აღნიშნული ფაქტორის მინიმიზირება შესაძლებელია ციფრულ მამოგრაფზე, ტომოსინთეზის ფუნქციის დამატებით. სწორედ ამ უნიკალური ფუნქციითაა აღჭურვილი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მამოგრაფი.

კლინიკაში ეს მნიშვნელოვანი კვლევა ტარდება Planmed Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფზე, რომელიც ახალი სიტყვაა სარძევე ჯირკვლების სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში.

აღსანიშნავია, რომ ტომოსინთეზი კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალოგიურ გამოსახულებას იძლევა. ამ დროს ხდება სარძევე ჯირკვლების გაცილებით დეტალური დათვალიერება – 1მმ სისქის ჭრილში სხვადასხვა გრადუსიანი კუთხით საშუალოდ 50 კადრის გამოსახვა. პრაქტიკულად, სარძევე ჯირკვლების შეფასება  ხდება 50 სურათზე, ნაცვლად 1 ან  2 გამოსახულებისა, თოთოეულ სტანდარტულ პროექციაში.

მსგავსი უნიკალური თვისებებით აღჭურვილი მამოგრაფი მთელ საქართველოში ერთადერთია და მხოლოდ კლინიკა „ახალ სიცოცხლეშია“.

ზოგადად ითვლება, რომ 40 წლიდან ქალბატონებმა უნდა ჩაიტარონ მამოგრაფია, სკრინინგული თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის პროტოკოლით 2 წელიწადში ერთხელ.

თუმცა ეს ასაკი (40 წელი) არ არის მკაცრი მაჩვენებელი მამოგრაფიული კვლევის ჩასატარებლად, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებებლია ადრეულ ასაკშიც ჩატარდეს ეს კვლევა ისეთივე ინფორმაციულობით, როგორც უფროსი ასაკის ქალბატონებში, მით უმეტეს ტომოსინთეზის ფუნქციის არსებობის პირობებში.

ამ გამოკვლევით შესაძლებელია ავთვისებიანი პროცესის გამოვლენა ადრეულ ეტაპზე, კიბოსწინარე მდგომარეობის დაფიქსირება.

მამოლოგთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სარძევე ჯირკვალი წარმოადგენს მთელი რიგი ჰორმონებისთვის სამიზნე ორგანოს, ამიტომ მისი სტრუქტურის და მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია ეჭვი მივიტანოთ სხვა პათოლოგიებზეც.

პროფილაქტიკის მიზნით, ქალბატონებმა ვისაც ჩივილი არ აქვს სარძევე ჯირკვლების მხრივ, სასურველია 25 წლიდან წელიწადში ერთხელ მიმართონ მამოლოგს და ჩაიტარონ საჭირო გამოკვლევა, იქნება ეს სარძევე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია თუ რენტგენმამოგრაფია, ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

აქციის ფარგლებში, ექოსკოპიური კვლევებისთვის განკუთვნილია უახლესი, პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10.

პაციენტების მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, კლინიკამ იზრუნა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო აქციით სარგებლობა ყოველდღე, ხუთშაბათის გარდა. სწორედ ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით ან იმ შემთხვევაში თუ შეგაწუხებთ უსიამოვნო სიმპტომები მიმართეთ „ახალ სიცოცხლეს“.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა;

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00;   

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მამოგრაფზე, იხილეთ ვრცლად!

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექოსკოპიის აპარატზე, იხილეთ ვრცლად! 

გისურვებთ ჯანმრთელობას!