ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

ერთად  ვიზრუნოთ  თქვენს  ჯანმრთელობაზე!

ამ ლოზუნგით კ.ერისთავის სახელობის. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა აჭარაში ქ. ბათუმის მერიის ხელშეწყობით მორიგი უფასო გასინჯვის აქცია ჩაატარეს, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბენზეს დასახლებაში იძულებით გადაადგილებულმა პირებმა და ასევე ახლოსმდებარე მოსახლეობამ.

    აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები  აწარმოეს  ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის  მაღალპროფესიონალმა ექიმებმა. აქციაში მონაწილეობდნენ: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი,   გინეკოლოგი, უროლოგი,  თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი.

გაისინჯა 130 პაციენტი, მათ  ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური  გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. 

აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა გასინჯული პაციენტები  უზრუნველყო საჭირო მედიკამენტებით.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები,  ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური  ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია,  ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.         

      კ. ერისთავის სახ.ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი –  საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და  ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან  დღემდე...