რთულად შეხორცებადი ჭრილობის თანამედროვე მართვა და მენეჯმენტი

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ ბელარუსი ექიმები.

კლინიკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა რთულად შეხორცებადი ჭრილობის თანამედროვე მართვასა და მენეჯმენტს და პრეპარატ „კოლოსტის“ შესაძლებლობებს ქირურგიაში.

კონფერენციას წარუძღვნენ:

  •  ქ. მოგილევსკის ჩირქოვანი ქირურგიის საავადმყოფოს განყოფილების ექიმი–  ქირურგი ანდრეი მახნაჩი;
  • ევგენი ჟილინსკი, მინსკის კლინიკური საავადმყოფოს დამწვრობის ცენტრის სასწრაფო დახმარების ექიმი–კომბუსტიოლოგი–ქირურგი, ბელარუსის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის პლასტიკური ქირურგიის და კომბუსტიოლოგიის კათედრის ასისტენტი, შპს КРАВИРА–ს ექიმი–ქირურგი. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნიარმედიკის“ ცნობილი პრეპარატი „კოლოსტი“ წარმატებით გამოიყენება ქირურგიაში, ცუდად შეხორცებადი ჭრილობების დროს. „კოლოსტი“ დაფუძნებულია ბუნებრივ კოლაგენზე, რომელიც ზრდის ქსოვილის რეგენერაციის პროცესს და კანში გამოსამუშავებელი კოლაგენის ბოჭკოთა რაოდენობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქრონიკული ჭრილობების მაჩვენებელი ასეთია:

  •  350 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული ჭრილობა;
  • ვენური ტროფიკული წყლულები დიაგნოსტირებულია ზრდასრული მოსახლეობის 2%-ში;
  • შაქრიანი დიაბეტი  დიაგნოსტირებული აქვს 382 მილიონზე მეტ ადამინს, მათგან 50%–ს აქვს  ქვედა კიდურების წყლულები;
  • ქრონიკული ჭრილობების 20% ღია ჭრილობაა 2 ან მეტი წლის განმავლობაში;
  • შაქრიანი დიაბეტის დროს, წყლულების მქონე პაციენტთა 25%–ის კანის დეფექტი არ ექვემდებარება მკურნალობას;
  • წელიწადში პაციენტების 5%–ს, ქრონიკული ჭრილობებით, უტარდება ამპუტაცია სხვადასხვა დონეზე;
  • შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთა 28%-ის მკურნალობა მთავრდება ამპუტაციით სხვადასხვა დონეზე.  წყლულებისა და გართულებების გამო, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, წელიწადში ყოველ 30 წამს ტარდება 1 მილიონზე მეტი ამპუტაცია. 

ბატონი ევგენის მოხსენება მიეძღვნა „კოლოსტის“ როლს პაციენტებში სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული წყლულის მკურნალობის დროს, ხოლო ბატონმა ანდრეიმ ისაუბრა კოლაგენის მემბრანის გამოყენებაზე ინფიცირებული ტროფიკული წყლულის დროს, დიაბეტური ტერფის სინდრომის მქონე პაციენტებში.

მომხსენებლებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს კლინიკური შემთხვევები.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები და მოწვეული სტუმრები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.