ქირურგიის ეროვნული ცენტრი 72 წლისაა – რა ღონისძიებებით აღინიშნა იუბილე?

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 72 წლისაა – რა ღონისძიებებით აღინიშნა იუბილე?

ქირურგიის ეროვნული ცენტრი პროგრესულად მოაზროვნე მენეჯმენტის, უახლესი სამედიცინო აპარატურის და რაც მთავარია, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალ ექიმთა მთელი თანავარსკვლავედის ერთობლიობაა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს 1946 წლიდან. აღნიშნული ხანგრძლივი პერიოდისა და გამოცდილების გათვალისწინებით, კლინიკა წარმოადგენს ერთ–ერთ ძირითად ნოვატორ და რიგ შემთხვევაში სამედიცინო სერვისების ფუძემდებელ სამედიცინო დაწესებულებას.

ბოლო წლების განმავლობაში კლინიკაში განხორციელდა მრავალმილიონიანი ქართული ინვესტიცია, შეძენილ იქნა ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა, რომლის ანალოგიც რეგიონში არ მოიპოვება.

ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა კლინიკის დაარსებიდან 72–ე და აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 129–ე წლისადმი მიძღვნილი იუბილე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღნიშნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ თანამშრომლები.

კლინიკის იუბილეს უმასპინძლა ლოპოტას გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა. ლოპოტას ხეობა და მომაჯადოებელი გარემო შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვინც კომფორტულ დასვენებასა და თავგადასავლებს ეძებს. სწორედ ამიტომ ღონისძიების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მნიშვნელოვანი თარიღი ასეთ სასიამოვნო გარემოში აღენიშნათ.

„ლოპოტა სპა რეზორტში“ იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში“.

კონფერენციაზე თემები წარმოადგინეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის და მისი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექიმებმა.

კონფერენციის თავმჯდომარე გახლდათ კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, ხოლო თანათავმჯდომარეები ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა ბაზაძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თეა გამეზარდაშვილი და ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი.

თავმჯდომარისა და თანათავმჯდომარეების მისალმების შემდეგ კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ არაერთი საინტერესო თემა მოისმინა. საუკეთესო თემის ავტორებისთვის დაწესებული იყო ფულადი ჯილდო და საზღვარგარეთ მოგზაურობა. გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილი გახდებოდა საღამოს, საზეიმო ვახშამზე.

მომხსენებელთა თემები ეძღვნებოდა სამედიცინო სფეროს აქტუალურ საკითხებს, მათ შორის ონკოლოგიასა და ინსულტს. ექიმებმა განიხილეს არაერთი რთული კლინიკური შემთხვევა, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კლინიკის მულტიპროფილურობა, პროფესიონალი, ერთ გუნდად შეკრული სამედიცინო პერსონალი, ულტრათანამედროვე, რეგიონში ექსკლუზიური ტექნოლოგიები და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები – სწორედ ასეთი სამედიცინო სერვისია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და ამ კომპონენტების დახმარებით ხდება პაციენტების მართვა.

კონფერენციის მომხსენებლები გახლდნენ და ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:

  •  „კლინიკური კვლევა – საცდელი კურდღელი თუ გადარჩენის უალტერნატივო გზა“ – ლევან მახალდიანი;
  • „არითმიების მკურნალობის თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები“ – ხათუნა ბერინაშვილი;
  • „ბარიატრიული ქირურგია (სლივ–გასტრექტომია და gastric bypass) ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ – გიგო ფიჩხაია;
  • „სპორტული გული“ – ნანა ნიკოლაიშვილი;
  • „კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი მუცლის ტკივილის იშვიათი შემთხვევების მართვასა და დიაგნოსტირებაში“ – ერეკლე გიგიაძე;
  • „მთლიანი სხეულის კვლევა და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის როლი ონკოლოგიური და ინციდენტური დაავადებების  მკურნალობასა და პრევენციაში“ – ანა სამხარაძე;
  • „„აივ“ ასოცირებული ჰემობლასტოზები კლინიკური შემთხვევების მაგალითზე“ – ნინო ჩხაიძე;
  • „ტყვიით მოწამვლა და მასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში“ – ეკა ქურდაძე;
  • „რადიოთერაპიის როლი ონკოპაციენტების მკურნალობაში და მისი შედეგები“ – ლაშა გოგინაშვილი;
  • „სისხლმდენი პოლიპის ენდოსკოპიური პოლიპექტომია“ – ირაკლი პაიჭაძე;
  • „დაუნის სინდრომი, მასთან ასოცირებული დაავადებები და პულმონური ჰიპერტენზია – კლინიკური შემთხვევა“ – ირმა გელაშვილი;
  • „PET-CT-როგორც რადიაციული თერაპიის  მკურნალობის დაგეგმვის უახლესი სტანდარტი“ – შორენა  ესიაშვილი;
  • „იშემიური ინსულტის მართვის თანამედროვე მეთოდები“ – ნათია ზარქუა;
  • „ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიის როლი ადგილობრივად გავრცელებული, არაოპერაბელური შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობაში“ – ნატა მურუსიძე;
  • „ეპილეფსია და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“ – თეა შუბლაძე;
  • „პათოლოგია და მოლეკულური გენეტიკა“ – ნინო ხვიჩია;
  • „ინტრაკრანიული წნევის მონიტორინგი და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე ასპექტები ენდოვასკულურ, ნეიროქირურგიულ, პოსტოპერაციულ პაციენტებში“ – თეონა ჯანიაშვილი;
  • „ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ზოგადი პრინციპები“ – მანანა გოგოლი;
  • „ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგი (იონმ)“ – ზურაბ ახალაია;
  • „ინსულტის ერთეული – კლინიკური შემთხვევის განხილვა“ – ნიკა კვერნაძე;
  • „თრომბექტომია“ – გიორგი ეგუტიძე.

სამეცნიერო კონფერენციის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცეს ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და მისი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ შესახებ ბროშურა. მკითხველი ბროშურაში გაეცნობა ინფორმაციას კლინიკების წარსულსა და აწმყოზე, ყველა იმ სერვისზე, რომლითაც სარგებლობს პაციენტი. იხილავთ ინფორმაციას დეპარტამენტების, თანამშრომლების, ულტრათანამედროვე აპარატურის შესახებ და სხვა.     

კონფერენციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა გადაინაცვლეს რესტორანში, საზეიმო ვახშამზე.

საღამოს წამყვანი გახლდათ მსახიობი დავით დარჩია. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თეატრალური კვარტეტი. საზეიმო სუფრას უძღვებოდა კლინიკის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი.

საზეიმო ვახშამზე, დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, მე–4 სამეცნიერო კონფერენციის ყველა მონაწილე ექიმს გადაეცა სიგელი. ამასთან, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდნენ:

  • ლევან მახალდიანი, ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის ხელმძღვანელი;
  • ლაშა გოგინაშვილი, რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი;
  • ირაკლი პაიჭაძე, ქირურგი–ენდოსკოპისტი.

საზღვარგარეთ მოგზაურობის ჯილდო გადაეცათ:

  • გიორგი ეგუტიძეს, ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელს;

სტუმრებმა იხილეს კლიპი, სადაც ასახული იყო უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციები.

შეგახსენებთ, კლინიკის ექიმები რეგულარულად სტუმრობენ რეგიონებს და ადგილობრივებს სთავაზობენ უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების დროული და სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. აქციების მნიშვნელოვანი ბენეფიტია მედიკამენტები, რაც უსასყიდლოდ ურიგდებათ აქციაში მონაწილე ადამიანებს. სრულიად უფასოდ რიგდება 3000–დან 5000 ლარამდე ღირებულების მედიკამენტი. ყოველი მსგავსი აქციის დროს, უშუალოდ ბატონი პაატა კურტანიძის კეთილი ნებით, მედიკამენტებს უსასყიდლოდ გვაწვდის „ავერსი ფარმა“. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში უფასო სამედიცინო აქციით ისარგებლა 10 000–ზე მეტმა პაციენტმა. როგორც ვიდეორგოლში პაციენტებმა აღნიშნეს, მსგავსი საქველმოქმედო აქციები და ქირურგიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ექიმები მრავალმხრივ ნიჭიერები არიან – საღამო ცეკვისა და სიმღერის ნომრებით იყო გაჯერებული, რომელიც კლინიკის თანამშრომლებმა წარმოადგინეს. ასევე ყველა სტუმარს ექსპრომტად უნდა დაეწერა ლექსი შემოდგომის, კლინიკისა და ლოპოტა სპა რეზორტის შესახებ. ამ ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ სტუმრები და შემოქმედებითი უნარი არ დაზოგეს.

ღონისძიება დაგვირგვინდა გრანდიოზული ფოიერვერკით.

ღონისძიებას აშუქებდა ტელეკომპანია Pulsi TV.

გისურვებთ ჯანმრთელობას!