ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა საკალათბურთო კლუბ „ოლიმპთან“ მემორანდუმი გააფორმა

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და პოპულარიზება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა საკალათბურთო კლუბ „ოლიმპთან“ მემორანდუმი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ კლუბს მედიკამენტები უსასყიდლოდ გადასცა კომპანია „ავერსმა“.  

პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, სამწუხაროდ, უცხო არაა ტრავმა. ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმები სხვადასხვა ხარისხისაა და ძირითადად დაკავშირებულია საყრდენ–მამოძრავებელ აპარატთან. ეს შეიძლება იყოს მუხლის ტრავმა, იოგების, მყესების დაჭიმულობა ან დაზიანება, კუნთების მწვავე ტკივილი, დაჟეჟილობა. ვარჯიშისა თუ შეჯიბრის დროს იზრდება მოტეხილობის ან ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური დაწესებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობა ერთ სივრცეშია შესაძლებელი. კლინიკაში ნებისმიერი სირთულისა და ხარისხის ტრავმის თუ პათოლოგიის მართვა ხდება საერთაშორისო გაიდლაინების, თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით.     

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ამაყობს ქართველი კალათბურთელების მიღწევებით და სრულ მხარდაჭერას უცხადებს სპორტსმენებს.

მოგეხსენებათ, ფიზიკური აქტივობა წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილს. ვარჯიში ორგანიზმის ცალკეული სისტემების ფუნქციონირებაზე დადებითად მოქმედებს. ვარჯიში სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ის ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების (პროსტატის, ძუძუს, ნაწლავების სიმსივნე), ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, აქვეითებს ინსულინრეზისტენტობას, არტერიულ წნევას, დეპრესიას, შფოთვებს, დემენციას, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას და სხვა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 


კლინიკის სიახლეები

სიმსუქნე, გაძლიერებული მადა, დაღლილობა, საერთო სისუსტე – რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე, რომელიც 380 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე დაუდგინდა

სიმსუქნე, გაძლიერებული მადა, დაღლილობა, საერთო სისუსტე – რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე, რომელიც 380 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე დაუდგინდა

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული და საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც დარღვეულია ორგანიზმში გლუკოზის ცვლა.

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად?

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ონკოლოგიურ პაციენტებს სთავაზობს სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.