მე–14 სართულიდან გადმოვარდნილ მამაკაცს მხოლოდ დაჟეჟილობა აღმოაჩნდა

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

თბილისში ერთ–ერთი კორპუსის მე–14 სართულიდან გადმოვარდნილი 25 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა.

კლინიკაში მიყვანისას პაციენტი გონზე იყო, სრულიად ადეკვატური, ნათელი ცნობიერებით.

პაციენტის მდგომარეობის დაზუსტების მიზნით, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, მას ჩაუტარდა სხეულის სრული რადიოლოგიური კვლევები, მათ შორის ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელთა შედეგად მამაკაცს საბოლოოდ მხოლოდ სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა დაუდასტურდა.

რამდენიმესაათიანი დაყოვნებისა და დაკვირვების შემდეგ ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა.

როგორც პაციენტმა ექიმებს განუცხადა, ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და გადავარდა, ხოლო ჰაერში ფრენის შემდეგ ჩავარდა ავტოფარეხში, სადაც პუფები ელაგა.

საბედნიეროდ, ეს უჩვეულო და უაღრესად საინტერესო კლინიკური შემთხვევა სასიამოვნო ფინალით დაგვირგვინდა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 


კლინიკის სიახლეები

სიმსუქნე, გაძლიერებული მადა, დაღლილობა, საერთო სისუსტე – რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე, რომელიც 380 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე დაუდგინდა

სიმსუქნე, გაძლიერებული მადა, დაღლილობა, საერთო სისუსტე – რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე, რომელიც 380 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე დაუდგინდა

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული და საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც დარღვეულია ორგანიზმში გლუკოზის ცვლა.

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად?

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ონკოლოგიურ პაციენტებს სთავაზობს სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.