კიბოსთან ბრძოლის კვირეული კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ახალი სიცოცხლის აქციები

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

ამ თარიღთან დაკავშირებით კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აცხადებს აქციას.

4–8 თებერვალს კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გიწვევთ სხვადასხვა ტიპის სიმსივნის სკრინინგულ კვლევებზე.

თუ გსურთ, ისარგებლოთ მიმდინარე აქციებით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 059 900!

მოგეხსენებათ, ონკოლოგიური დაავადებები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს გლობალური ჯანმრთელობისათვის.

მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, კიბოთი მაღალი ავადობა კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიოსა და საქართველოში.

4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ამ თემის გარშემო ერთიანდებიან. ამ დღის მიზანია საზოგადოების ინფორმირება კიბოს პრევენციის, სიმპტომებისა და მკურნალობის შესახებ. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები