აქცია პაციენტებისთვის, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას – გთავაზობთ ცენტრალური საინფუზიო პორტის იმპლანტაციას!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

აქცია განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, ვისაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი ინტრავენური ინექციები (მაგალითად, ქიმიოთერაპია), რაც იწვევს ტკივილს, დისკომფორტს, პერიფერიული ვენების დაზიანებას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ მცირე ოპერაციას – ცენტრალური საინფუზიო პორტის იმპლანტაციას (პორტის ჩადგმა), რომელიც ამცირებს ბევრ გართულებას და მკურნალობას მაქსიმალურად ეფექტურს ხდის!

პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, კათეტერიზების ლაბორატორიაში.

ამ მინი–ოპერაციის დაგეგმვამდე, ვენური სტატუსის შესაფასებლად, საჭიროა ანგიოლოგის კონსულტაცია და დოპლეროგრაფია.

აქციის ფარგლებში ანგიოლოგის კონსულტაციისა და დოპლეროგრაფიის ღირებულება შეადგენს 30 ლარს.

აქცია ძალაშია პარასკევს!

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ან კერძო კომპანიების ბენეფიციარებს, კონსულტაციის გავლის შემდეგ, შეეძლებათ წაიღონ სათანადო დოკუმენტაცია ამ ოპერაციაზე დაფინანსების მისაღებად.

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.