კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ მსხვილი ნაწლავის გამოკვლევას უფასოდ!

ახალი სიცოცხლის აქციები

50–70 წლის ასაკის ქალებსა და მამაკაცებს ვთავაზობთ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს სრულიად უფასოდ!

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ ერთვება თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ სკრინინგში, კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ამოქმედდა მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა!

აქციით სარგებლობის საშუალება აქვთ მხოლოდ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს (პირი, რომლის პირადობაში საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქალაქი თბილისი).

სკრინინგის ფარგლებში მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები ითვალისწინებს შემდეგს:

  • ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტი (FOBT);
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში უფასოა კოლონოსკოპია. კვლევა წარმოებს ულტრათანამედროვე, მსოფლიოში საუკეთესო, ბოლო თაობის იაპონურ აპარატზე OLYMPUS EXERA 3.

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს კოლონოსკოპიისას ესაჭიროება ანესთეზია, მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს, რომელსაც ფარავს პაციენტი!

აღსანიშნავია, რომ პოლიპების მოშორება მნიშვნელოვნად ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს:

  • დარღვეული კუჭის მოქმედება. განსაკუთრებით გახშირებული მოქმედება ან ფაღარათი, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში;
  • სისხლდენა უკანა ტანიდან რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე;
  • გამკვრივება მუცლის არეში.

განსაკუთრებული მითითება

თუ გამოკვლევის მიზანია ფარული სისხლდენის დიაგნოსტირება, განავლის აღებამდე სამი დღით ადრე პაციენტს ეკრძალება შემდეგი საკვებისა და სასმელის მიღება:

  • ხორცი;
  • თევზი;
  • პური;
  • მყარი და უხეში საკვები;
  • ყველა სახის მწვანე ფერის ბოსტნეული;
  • ალკოჰოლი.

თუ გსურთ, ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 059 900!

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.