ორსულობა და ორსულობის პირველი ნიშნები – როგორ მიხვდეთ, რომ ორსულად ხართ?

ახალი სიცოცხლე

ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ერთ–ერთი ლამაზი და სასიამოვნო პერიოდი, გრძელდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 38–40 კვირის განმავლობაში.

რა არის ორსულობის ადრეული ნიშნები, როდის და რომელი მეთოდის გამოყენებით ხდება ორსულობის ადრეული დიაგნოსტირება? 

არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ორსულობის ადრეულ ეტაპზე ვლინდება.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულების ხელმძღვანელი და მეან–გინეკოლოგი თათია ცხომელიძე.

ორსულობის სავარაუდო ნიშნები

1. ორსულობის პირველი ნიშანი, ჩვეულებრივ, რეგულარული მენსტრუალური ციკლის ფონზე მენსტრუაციის შეწყვეტაა.
2. ამის შემდეგ დადასტურება, ძირითადად, სპეციალური ტესტით ხდება, რომლის შეძენაც აფთიაქშია შესაძლებელი.

ორსულობის ტესტი – რა ფერის ხაზი მიგანიშნებთ ორსულობაზე? 

ორსულობის ტესტზე 2 ხაზია აღნიშნული.

თუ შარდში ჩაშვებისას ორივე გაწითლდა, დაახლოებით 9 თვეში დედა გახდებით. 

orsulobis pirveli nishnebi

ორსულობა, ორსულობის საეჭვო, სავარაუდო და უტყუარი ნიშნები

არსებობს ორსულობის საეჭვო, სავარაუდო და უტყუარი ნიშნები, მაგალითად, სავარაუდოა მენსტრუაციის შეწყვეტა!

ორსულობის საეჭვო ნიშნებია:

  • გულისრევა;
  • ზოგჯერ ღებინება;
  • ძილიანობა;
  • გუნება-განწყობის ცვლილება;
  • სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა;
  • გახშირებული შარდვა;
  • კანის პიგმენტაცია.

ორსულობის ტესტისა და საეჭვო სიმპტომების გარდა რომელი კვლევით შეგვიძლია ორსულობის დადასტურება?

როგორც ქალბატონი თათია ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, უტყუარი ნიშანია ულტრაბგერითი კვლევის შედეგად დადასტურებული ორსულობა. ემბრიონის/ნაყოფის ვიზუალიზება და გულისცემის მოსმენა.

რას ნიშნავს, როცა ორსულობის ტესტი დადებითია, მაგრამ ექოსკოპიურად ორსულობა არ ჩანს?

არის სიტუაციები, როდესაც ტესტი დადებითია, ანუ 2 ხაზია, მაგრამ ექოსკოპიურად საშვილოსნოს ღრუში ორსულობა არ ჩანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ პატარა ორსულობაა, თუმცა ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ გარე ორსულობის რისკი!

„ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია სისხლში განისაზღვროს ქორიონული გონადოტროპინის დონე. ითვლება, რომ ქორიონული გონადოტროპინის დონე თუ არის 5mIU/ml და ნაკლები, ორსულობა არ დასტურდება, ხოლო 25mIU/ml ორსულობა დადებითია და 24-72 საათში მისი რაოდენობა უნდა ორმაგდებოდეს, ეს ნიშნავს რომ ორსულობა პროგრესირებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ქორიონული გონადოტროპინის გარკვეულ მაჩვენებელზე ექოსკოპიურად შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში ჩანასახის დანახვა, ანუ 1500-2000mIU/ml ქორიონული გონადოტროპინის დროს შესაძლებელია ექოსკოპიაზე ვიზუალიზება“, – აცხადებს მეან–გინეკოლოგი.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგს თათია ცხომელიძეს ნომერზე 577 11 91 00.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.