ადვილად გაღიზიანება, უძილობა, პანიკა, შიში – ყველაფერი, რაც ნევროზის შესახებ უნდა იცოდეთ!

ადვილად გაღიზიანება, უძილობა, პანიკა, შიში – ყველაფერი, რაც ნევროზის შესახებ უნდა იცოდეთ!

ნევროზი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

ნევროზი ზოგადი, არასპეციფიკური მენტალური და ემოციური დარღვევაა, რომელიც ხასიათდება შფოთვითი, დეპრესიული და სხვა სახის შეგრძნებებით.

ნევროზი იმდენად სერიოზული დაავადებაა, რომ მის გამო შეიძლება ადამიანი საკუთარ თავში ჩაიკეტოს, გაუქრეს ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვის სურვილი, ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა აღარ მოუნდეს.

სამწუხაროდ, ხშირია ნევროზის გამწვავების შემთხვევებიც და ამის მიზეზია ის, რომ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს და უშედეგოდ ცდილობს თავად გაუმკლავდეს პრობლემას.

ნევროზის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი ნიკა კვერნაძე.  

ბატონო ნიკა, როგორ ამოვიცნოთ ნევროზი?

–ნებისმიერი სახის ფსიქოგენური დაავადების დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც გამოირიცხება ორგანული დარღვევები. აღნიშნული ქმედებები მოიცავს ანამნეზის სრულყოფილ შეკრებას, ნევროლოგიური სტატუსის სრულფასოვან შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი სახის დაავადება შესაძლოა პირდაპირ არ იწვევდეს ნევროზულ ცვლილებებს, თუმცა პაციენტი წუხდეს და განიცდიდეს მას.

ნევროზის სიმპტომები მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე ხშირად ვლინდება:

  • პანიკა;
  • შიში;
  • სიცივის, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • გულისცემის გახშირება;
  • პულსაციის შეგრძნება;
  • პირის სიმშრალე;
  • გულისრევა;
  • თავბრუსხვევა;
  • შფოთვა;
  • ფორიაქი;
  • დაძაბულობის განცდა;
  • ადვილად გაღიზიანება;
  • ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;
  • ხანმოკლე მეხსიერების დარღვევა (ხშირად კონსულტაციის მიზეზიც სწორედ მეხსიერების დარღვევაა);
  • უძილობა და ა.შ.

რას გვეტყვით ნევროზის ფორმების შესახებ?

–ძირითადად არსებობს შფოთვითი, დეპრესიული, ობსესიურ–კომპულსიური ნევროზი, სომატური, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სახით.

რა იწვევს ნევროზს?

–მეცნიერებმა დანამდვილებით არ იციან თუ ზუსტად რა იწვევს ნევროზს, თუმცა სხვა ფსიქიკური დაავადებების მსგავსად, ეს არის გარემო სტრესის გავლენა თავის ტვინზე და აგრეთვე გენებზე, რომლის დროსაც ირღვევა თავის ტვინში სხვადასხვა ცირკადული სქემა, რომელიც არეგულირებს შიშს, ძილს, ემოციებს და ა.შ.

როდის უნდა მივმართოთ ნევროლოგს?

–რაც შეიძლება დროულად, ჩივილების გაჩენისთანავე. ამ დროს ადამიანს აქვს საშინელი დისკომფორტი და ცხოვრების დაბალი ხარისხი. არის ნევროზების კატეგორია, რომლის დროსაც ასევე გვჭირდება ფსიქიატრის დახმარებაც.  

-რას გვეტყვით ნევროზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებზე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

–ნევროზი უხშირესად ამბულატორიული პროფილის დაავადებაა, თუმცა არაერთი პაციენტი მყოლია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას ემერჯენსში მრავალფეროვანი ჩივილებით მოუყვანია.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გვაქვს ყველა შესაძლებლობა, ლაბორატორიული  თუ ინსტრუმენტული კვლევის თანამედროვე მეთოდები, 24–საათიან რეჟიმში, რაც საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად შევაფასოთ პაციენტის მდგომარეობა, განვსაზღვროთ მკურნალობის ტაქტიკა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნევროლოგს ნიკა კვერნაძეს ნომერზე 593 90 64 95.

გისურვებთ ჯანმრთელობას!