ფილტვის კიბოს სკრინინგი – გთავაზობთ ფილტვის კომპიუტერულ ტომოგრაფიას

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ აქციას, რომლის საშუალებითაც თავს აარიდებთ ფილტვის კიბოს ჩამოყალიბებას.

აქცია–სკრინინგის საშუალებით, კიბოს გამოვლენის შემთხვევაში, დროულად და სწორად წარიმართება დაავადების მკურნალობა.

მხოლოდ 100 ლარად გთავაზობთ ფილტვის კიბოს სკრინინგს, დაბალდოზიანი კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევით.

აქციის ფარგლებში კვლევა ტარდება კლინიკის ულტრათანამედროვე, 32–შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion RXL.

აქცია ძალაშია ყოველდღე.

აქციით სარგებლობა შეუძლიათ 40 და 40 წელს გადაცილებულ ქალებსა და მამაკაცებს.

ეს უნდა იცოდეთ!

ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში:

  • ფილტვის  კიბოთი  დაავადებულთა  95%  მწეველია;
  • ფილტვის კიბოთი გარდაცვალების რისკი 20-ჯერ მეტია მწეველებში;
  • თამბაქოს მომხმარებლებში მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი 12-ჯერ მეტია;
  • მწეველები 10-ჯერ უფრო ხშირად ავადობენ კუჭის წყლულით და 5-ჯერ მეტად თირკმლის კიბოთი!

გაითვალისწინეთ, რომ ფილტვის კიბოს რისკ–ჯგუფს მხოლოდ მწეველები არ წარმოადგენენ და სკრინინგით იმ ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ, რომლებიც თამბაქოს მომხმარებლები არ არიან.  

გახსოვდეთ, ფილტვის კიბოს   დროული პრევენცია 30-50%–ში  დადებით  შედეგს იძლევა!

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.