გთავაზობთ თორაკალური (გულმკერდის) და ონკო–ქირურგის კონსულტაციას

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

სასუნთქი სისტემის დაავადებები და ფილტვის კიბოს შემთხვევები მათი გახშირებული გამოვლინებების გამო, მედიცინისა და თანამედროვე ონკოლოგიის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.

პაციენტების როგორც დიაგნოსტიკური, ისე შემდგომი მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით, ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ თორაკალური (გულმკერდის) და ონკო–ქირურგის უფასო კონსულტაციას.

აქცია ძალაშია ყოველდღე კვირის გარდა!

უფასო კონსულტაციას გაგიწევთ თორაკალური (გულმკერდის) და ონკოქირურგი ზაზა ლომიძე.  

ქირურგთან უფასო კონსულტაციით სარგებლობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში შემდეგი კვლევები ჩაგიტარდებათ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით:

  • გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით ჩაგიტარდებათ 320 ლარის ნაცვლად 160 ლარად კლინიკის ულტრათანამედროვე, 32–შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion RXL;
  • რენტგენოლოგიური კვლევა 45 ლარის ნაცვლად 25 ლარად კომპანია SHIMADZU-ს ციფრული რენტგენის  აპარატზე.

აქციით უნდა ისარგებლოთ თუ:

  • 40 და მეტი წლის ბრძანდებით;
  • ამჟამად ხართ თამბაქოს მომხმარებელი;
  • იყავით აქტიური მწეველი;
  • კონტაქტი გაქვთ მტვრიან გარემოსთან, ქიმიურ ნაერთებთან ან მათ წარმოებასთან;
  • გაწუხებთ სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • გაქვთ ონკოლოგიური დაავადების ოჯახური ანამნეზი.

აქციით უნდა ისარგებლოთ იმ შემთხვევაშიც, თუ ჩამოთვლილ რისკ–ჯგუფებში თავს ვერ მოიაზრებთ, მაგრამ უჩივით შემდეგ სიმპტომებს:

  • გახანგრძლივებული მშრალი ხველა;

  • ქრონიკული ბრონქიტი;

  • ტკივილი გულმკერდის არეში;

  • სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი;

  • სისხლიანი ნახველი;

  • წონის კლება;

  • ხმის ჩახლეჩვა;

  • უმადობა.

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.