როგორ შევამსუბუქოთ მშობიარობისას ტკივილის შეგრძნება, როგორ მოვუაროთ ახალშობილს?

როგორ შევამსუბუქოთ მშობიარობისას ტკივილის შეგრძნება, როგორ მოვუაროთ ახალშობილს?

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ამოქმედდა მშობელთა სკოლა!

დაგვეთანხმებით, ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ–ერთი სასიამოვნო და ლამაზი პერიოდია. წყვილი მოუთმენლად ელის განუსაზღვრელ ბედნიერებასთან შეხვედრას – ახალ სიცოცხლეს ხომ ოჯახში სიხარული მოაქვს.

გასაკვირი არაა და ეს შეგრძნება თითქმის ყველა ახალბედა დედიკოს გამოუცდია – არ იცის როგორ მოუაროს პატარა ადამიანს, ფიზიოლოგიურად იმშობიაროს თუ საკეისრო კვეთით, რა ცვლილებები ელის და რა სიმპტომები ახლავს თან ორსულობის პროგრესირებას.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მშობელთა სკოლაში სწორედ ამ და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე მიიღებთ კომპეტენტური მეან–გინეკოლოგების პასუხს.

მშობელთა სკოლა მიზნად ისახავს მომავალი და ახალბედა მშობლების მომზადებასა და მათი ცოდნის დონის ამაღლებას რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის, ჩვილის მოვლის საკითხებში.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მშობელთა სკოლის გაკვეთილების დახმარებით, ორსული ინფორმირებული და შესაბამისად, ფსიქოლოგიურად მომზადებული ხვდება მშობიარობას, მომავალი დედა კი ორსულობას!

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა მშობლებმა იცოდნენ ჩვილის მოვლის წესები. კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მშობელთა სკოლაში მომავალი მშობლები ეცნობიან ახალშობილის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, ძუძუთი კვების მთავარ პრინციპებს და სხვა.

გახსოვდეთ, რომ მშობიარეები, რომლებიც მშობელთა სკოლის გაკვეთილებს ესწრებიან, მომზადებულნი ხვდებიან მშობიარობას და მშობიარობის დროს ნაკლებად დაძაბულები არიან, შესაბამისად, ტკივილის შეგრძნება საგრძნობლად მცირდება.

ორსულობის, ჯადოსნური 9 თვის შესახებ, ამომწურავ ინფორმაციას შეიტყობთ კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, კერძოდ, გაკვეთილზე განიხილება შემდეგი თემები:

  • ორსულის კვების რაციონი, ცხოვრების წესი, წონის მატების ნორმა;
  • უსაფრთხო მგზავრობის წესები;
  • ორსულობის ფსიქოლოგიური თავისებურებები (სწორი ჭინთვების სწავლება);
  • ემოციური სტრესი და მისი გავლენა ნაყოფზე;
  • ორსულობისთვის დამახასიათებელი დისკომფორტი და მისი მართვა/თავიდან აცილება;
  • ახალშობილის ჰიგიენა და მოვლა;
  • ქრონიკული ინფექციები ორსულობის დროს;
  • ორსულობის დაგეგმვა;
  • ვარჯიშები მშობიარობისას ტკივილის შეგრძნების დასაქვეითებლად;
  • ორსულობის მიმდინარეობა და სხვა.

თითოეული სემინარი გამდიდრებულია თემატური ფოტო და ვიდეომასალით.

აღსანიშნავია, რომ მშობელთა სკოლას კურირებს კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულების ხელმძღვანელი და მეან–გინეკოლოგი თათია ცხომელიძე.

დადექით აღრიცხვაზე კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, დაესწარით მშობელთა სკოლის გაკვეთილებს, იმშობიარეთ მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი და ოჯახური გარემო.

იჩქარეთ, მშობელთა სკოლაში მიღება უკვე დაიწყო – ვიმეგობროთ 9 თვე!

შეგახსენებთ, რომ კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ფუნქციონირებს ორსულობისა და მშობიარობის სრულფასოვანი მართვისთვის აუცილებელი ყველა განყოფილება.

კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

  • ნებისმიერი ასაკის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტირება და მკურნალობა;
  • ორსულობის დაგეგმვა;
  • ორსულობის მართვა;
  • ყველა ტიპისა და სირთულის გინეკოლოგიური ოპერაცია (როგორც ღია წესით, ისე ლაპაროსკოპიული მეთოდით).

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.

გისურვებთ ჯანმრთელობას!