სხივური თერაპია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში – კლინიკაში რადიოთერაპიის დეპარტამენტის პრეზენტაცია ჩატარდა

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა რადიოთერაპიის დეპარტამენტის პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ავერსის ქსელის ტოპ–მენეჯმენტი, კლინიკური დირექტორები და წამყვანი ექიმები. კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტი პრეზენტაციისთვის საზეიმოდ იყო მორთული. სტუმრებს გადაეცათ ფლაერები და წიგნები, სადაც კლინიკის სერვისების, ექიმების, სამედიცინო აპარატურისა და დეპარტამენტების შესახებაა ვრცელი ინფორმაცია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ბაზაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ფოტომასალა, სადაც ნათლად ჩანდა თუ როგორ იცვლებოდა ინფრასტრუქტურა დეპარტამენტში, როგორ შენდებოდა სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილი სივრცე, იხილავდით ულტრათანამედროვე აპარატურის განთავსების პროცესს, უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ონკოლოგების ვიზიტის ამსახველ კადრებს და სხვა.

სტუმრებმა დაათვალიერეს ამერიკული კომპანია Varian-ის ულტრათანამედროვე, 2018–19  წლის  სხივური ამაჩქარებლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესიკ სოკურაშვილმა.

მისი პრეზენტაცია ეძღვნებოდა რადიაციულ ონკოლოგიას კლინიკაში. განმარტა, თუ დაგეგმარების რომელ თანამედროვე მეთოდებს იყენებენ, როგორ ტარდება სხივური თერაპია, რომ დეპარტამენტში არსებული გუნდური მუშაობის პრინციპი უმნიშვნელოვანესია ონკოლოგიაში.

ისაუბრა უცხოეთის მხარდაჭერაზე, უცხოეთიდან მოწვეულ ექსპერტებზე.  როგორც ბატონმა ბესომ განაცხადა, მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი–ერნანდესი.

რადიოთერაპიის დეპარტამენტის რადიაციულმა ონკოლოგებმა, ბრაქითერაპევტებმა ირინა ჯობავამ და ლაშა გოგინაშვილმა წარმოადგინეს რამდენიმე საინტერესო შემთხვევა.

სხივურ თერაპიამდე და სხივური თერაპიის შემდგომ გადაღებული ფოტომასალა ნათლად ცხადყოფს, თუ რამდენად ეფექტურია მკურნალობის ეს მეთოდი, რადგან ფოტოებში, რომელშიც მკურნალობის დასრულების ეტაპია ასახული, სიმსივნე აღარ არის, პაციენტი განკურნებულია.

განხილული იყო ონკო–გინეკოლოგიური, ხორხ–სარქველის, საყლაპავის, სწორი ნაწლავის, კანის სიმსივნის კლინიკური შემთხვევები – დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ხორციელდება ე.წ. სამედიცინო ტურიზმი და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ კლინიკას არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელებიც სტუმრობენ. პრეზენტაციაზეც რამდენიმე უცხოელი პაციენტის შემთხვევა იყო წარმოდგენილი. მათ კლინიკის რადიაციულმა ონკოლოგებმა სხივური თერაპიით წარმატებით უმკურნალეს.    

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური თერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს.

სხივური თერაპიის დეპარტამენტის სპეციალისტთა გუნდი და მათ შორის მოწვეული ექსპერტები აშშ–დან და ესპანეთიდან, ერთობლივი მსჯელობისა და განხილვის საფუძველზე, პაციენტისთვის ინდივიდუალურად არჩევენ მკურნალობის ტაქტიკას. მკურნალობის პროცესის განხილვასა და დაგეგმვაში მონაწილეობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეს პროექტი საქართველოს მოქალაქეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ქართველი და უცხოელი ექიმებისა და პროფესიონალი გუნდის დახმარებით მიიღონ ამერიკულ-ევროპული სტანდარტის მკურნალობა. ის მკურნალობა, რისთვისაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენას საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებს.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ონკოლოგიაში სხივური თერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია, რომლის გამოყენებაც კიბოსთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე დაავადებულთა სულ მცირე 50%–ს ესაჭიროება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.