ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ღონისძიება გაიმართება 4 მაისს, „ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N16).

კონფერენცია გაიხსნება 10:00 საათზე.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება სწორი ნაწლავის სიმსივნეთა ადრეული დიაგნოსტირების, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის საკითხები. მონაწილეობენ ამ დარგების ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.       

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 119119 ან 2 02 25 25.