ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.

კონფერენციაში ქართველ ექიმებთან ერთად უცხოელი ქირურგებიც მონაწილეობდნენ.

სპეციალურად ღონისძიებისთვის კლინიკას ეწვია ცნობილი თურქი ონკო–ქირურგი, რობოტული ქირურგი ოკტარ ასოღლუ.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრებოდა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნქ კოჩი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ლაშა ბაზაძისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თეა გამეზარდაშვილის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, რომ გასცნობოდა სწორი ნაწლავის სიმსივნეთა ადრეული დიაგნოსტირების, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის საკითხებს.

კონფერენცია 2 განყოფილებისგან შედგებოდა, პირველ სესიაზე სტუმრებმა მოისმინეს შემდეგი მოხსენებები:

  • „მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია სწორი ნაწლავის კიბოს დროს“ – ერეკლე გიგიაძე, ექიმი–რადიოლოგი;
  • „სწორი ნაწლავის კიბოს პირველადი მრტ დიაგნოსტირება“ – მანანა ხიდაშელი, ექიმი–რადიოლოგი;
  • „კოლორექტალური კიბოს მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ – გიგო ფიჩხაია, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • „მეტასტაზური კოლორექტული კიბოს სისტემური მკურნალობა“ – ნატა მურუსიძე, ონკოლოგი;
  • „ნეოადიუვანტური (დამხმარე) რადიოთერაპია (მოკლე და ხანგრძლივი კურსი)“ – ლაშა გოგინაშვილი, რადიაციული ონკოლოგი.

კონფერენციის მეორე სესია მიეძღვნა შემდეგ თემებს:

  • „სწორი ნაწლავის კიბოს ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიული მკურნალობა“ – ოკტარ ასოღლუ;
  • „სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს და მეტასტაზური კიბოს სტერეოტაქსიული რადიოთერაპია“ – ბესიკ სოკურაშვილი, რადიაციული ონკოლოგი, რადიაციული თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • „სწორი ნაწლავის კიბოს მართვა ნეოადიუვატური და ადიუვანტური მკურნალობის ტაქტიკა“ – ირინა ხუბუა, კლინიკური ონკოლოგი, ქიმიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • „სწორი ნაწლავის გავრცელებული კიბოს და რეკურენტული კიბოს არაქირურგიული მკურნალობა“ – ოკტარ ასოღლუ.    

მომხსენებლებმა სტუმრებს წარუდგინეს ფოტო და ვიდეო მასალა, განიხილეს კონკრეტული კლინიკური შემთხვევები.

საერთაშორისო კონფერენციას აშუქებდა ტელეკომპანია Pulsi TV.  

ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.