შიდსი


  • 17 ნოემბერი 2016
კითხვა: მყავდა სტუმარი შიდსით დაავადებული პატარა კნუტი მყავს და გაკაწრა საკმაოდ ძლიერად. რაიმე საფრთხე ხომ არ გვემუქრება? როგორ მოვიქცე ამ სიტუაციაში?
პასუხი: გამარჯობა! მოგეხსენებათ არსებობს შიდსის ვირუსის გადაცემის სამი გზა:
სქესობრივი კონტაქტით  ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით,  ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე გადაცემის გზით . შიდსის ვირუსით ინფიცირების დიაგნოზის დასმა სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია. აივ ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ემყარება სისხლში საკუთრივ ვირუსის, მისი ცალკეული ცილების (ანტიგენები) ან ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენას. შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები სისხლში ჩნდება ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან მხოლოდ 6-8 კვირის შემდეგ, ამიტომ გამოკვლევა უნდა ჩატარდეს შესაძლო ინფიცირების მომენტიდან სულ ცოტა თვენახევრის შემდეგ. თუმცა მოგახსენებთ , თქვენს შემთხვევაში თუ   კატა მაშინვე სხვასაც არ დაკაწრავდა საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს  , ანუ გადაცემა შესაძლოა მომხდარიყო კატის ბრჭყალებიდან,  რომელზეც დაინფიცირებულის  სისხლი იყო . სასურველი იქნებოდა მაშინვე დაგებანათ კატის  თათები და დაგემუშავებინათ ბრჭყალები სადეზინფექციო ხსნარით, თუმცა  მოგვიანებით იგივე საფრთხე აღარაა, ვინაიდან გარემოში ვირუსი სწრაფად იღუპება. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ,რომ თუ კატას ,მაშინვე ,სხვა პირისთვისაც არ მიუყენებია სისხლიანი ბრჭყალებით რაიმე ფიზიკური ზიანი,ახლა უკვე,ამდენი ხნის შემდეგ, არანაირი საფრთხე აღარ არსებობს.გმადლობთ , რომ ენდობით ჩვენს კლინიკას , გისურვებთ ჯანმრთელობას !




მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები




გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.