მუცლის შებერვა და დისკომფორტი


  • 15 მარტი 2017
კითხვა: მაწუხებს სიმძიმე მუცელში და ვიბერები, გადავყლაპე ზონდი მითხრეს საგანგაშო არაფერია თუ შეიძლება მითხარათ რომელ ექიმს მივმართო
პასუხი: გამარჯობა! თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე სავარაუდოდ საქმე ეხება მეტეორიზმს, რომლის დროსაც ადგილი აქვს  აირების დაგროვებას ,  მუცლის შებერვას.  მას ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება იწვევს. თვით აირების ჭარბი წარმოქმნის მიზეზი კი შეიძლება იყოს:
•    ფერმენტების ნაკლებობა - ასეთ დროს ნაწლავებში არასრულფასოვნად მონელებული საკვები ხვდება და დუღილსა და ლპობას იწყებს;
•    დისბალანსი ნაწლავებში მობინადრე მიკროორგანიზმებს შორის, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების მიერ აირთა შთანთქმის შეფერხებას;
•    საკვები, რომელიც აირთა ჭარბ წარმოქმნას იწვევს: პარკოსნები, უჯრედისით მდიდარი პროდუქტები, გაზიანი სასმელები, შავი პური, ბურახი, კომბოსტო, ყურძენი და სხვა;
•    ნაწლავთა მოტორიკის (შეკუმშვითი მოძრაობების) დარღვევა;
•    სტრესები და ნერვული დარღვევები, რომლებიც ნაწლავთა სპაზმს განაპირობებს;
•    საკვების სწრაფი მიღება, ჭამის დროს ლაპარაკი, მოწევა, საღეჭი რეზინის დიდხანს ღეჭვა და სხვა მავნე ჩვევები, რომლებიც ჰაერის ყლაპვას იწვევს.

მუცელში, კერძოდ, კუჭსა და ნაწლავებში აღმოცენებული დისკომფორტის ყველაზე გავრცელებული და ხშირი მიზეზი არასწორი კვებაა. არ არის გამორიცხული ,რომ ხანგრძლივად მოქმედმა მავნე ფაქტორებმა უკვე მოახერხეს   სერიოზული სტრუქტურული დარღვევების წარმოშობა თქვენი კუჭ–ნაწლავის ტრაქტში .

აქედან გამომდინარე ,გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭირო კვლევებს და დაგინიშნავთ მკურნალობის სწორ ტაქტიკას. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.