დისკის თიაქარი


  • 16 მარტი 2017
კითხვა: 20 წლის მამაკაცს აწუხებს მარჯვენა მხარეს თეძოს არეში არაძლიერი ტკივილი ტკივილი გადადის ფეხში მოძრმოძრაობა შეზღუდული ა რა სახის გამოკვლევას საჭიროებს და რა რაოდენობის თანხას თანაარსებობა დაკავშირებული არ ააქვს სოციალური სტატუსი
პასუხი: გამარჯობა! პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე ვფიქრობთ,  სავარაუდოდ საქმე ეხება მალთაშუა დისკის თიაქარს . აღნიშნული დაავადება ძირითადად ვითარდება ხერხემლის ოსტეოქონდროზის გამო. ის შესაძლოა განვითარდეს კისრის, გულმკერდისა და წელის მიდამოში, როდესაც ადგილი აქვს დეგენერაციულ–დისტროფიულ ცვლილებებს. .    თიაქრის დროს პირველ რიგში გამოხატულია ტკივილი, რამეთუ ხდება ფესვის ალგიური ირიტაცია.  შემდგომ ტკივილმა შესაძლოა იკლოს კიდეც, მაგალითად, იმის გამო, რომ დისკმა ლოკალიზაცია შეიცვალა და ნაკლებად აწვება ფესვს. ამ შემთხვევაში საქმე კლინიკური განკურნებისკენ მიდის, მაგრამ შესაძლოა ტკივილმა იკლოს იმის ხარჯზე, რომ ტკივილის რეცეპტორებმა დაკარგეს აღქმის უნარი. როდესაც პაციენტი მთლიანად დაკარგავს ტკივილის აღქმას, ირიტაციის ფაზა მთავრდება და იწყება დეფიციტის ფაზა, ანუ ყალიბდება პარეზი. პარეზი წარმოადგენს ნაწილობრივ, არასრულ დამბლას. ლუმბალური დისკების შემთხვევაში შესაძლოა დუნე, პერიფერიული დამბლა განვითარდეს. ეს უკანასკნელი კიდურში განსაზღვრული მოძრაობითი ფუნქციის მოშლით გამოიხატება.  რაც შეეხება დიაგნოსტირებას, ობიექტურ სურათს იძლევა  მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.  მოგახსენებთ,  კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებშიც ჩაიტარებთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას  ერთი სეგმენტის კვლევის ფასად  270 ლარად . აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს, შაბათს და კვირას 31 მარტის ჩათვლით. პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25.  უმჯობესია, მობრძანდეთ კლინიკაში,  გაიაროთ  ნეიროქირურგთან კონსულტაცია, რომელიც ობიექტურად  შეაფასებს თქვენს მდგომარეობას,  ჩაგიტარებთ საჭირო კვლევას და განსაზღვრავს მკურნალობის სწორ ტაქტიკას. ჩვენს კლინიკაში არსებული მაღალტექნოლოგიური ნეიროვიზუალიზების წყალობით ხდება დაავადების დროული დიაგნოსტირება და ეფექტური მკურნალობა.  გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.