სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიები


  • 23 მარტი 2017
კითხვა: გამარჯობათ! თუ შეიძლება მიპასუხოთ რამდენად დასაშვებია სხვადახვა ზომის ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლების არსებობა? ვიყავით გამოკვლევაზე და გვითხრეს რომ ეს სხვაობა დაბადებიდანაა.
პასუხი: გამარჯობა! ადამიანს აქვს რამდენიმე დიდი ზომის სანერწყვე ჯირკვალი: წყვილი ყბაყურა, წყვილი ქვედა ყბისქვეშა და ერთი ენისქვეშა, – რომლებიც ძირითად ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, მცირე ზომის სანერწყვე ჯირკვლებით მოფენილია პირის ღრუს მთელი ლორწოვანი გარსი – პირის ღრუს ფსკერი, ლოყის ლორწოვანი, სასის ლორწოვანი. თუმცა ბუნებაში სრული სიმეტრია არ არსებობს, მთავარია სხვაობა არ იყოს ძალიან დიდი .  არსებობს რამოდენიმე სიმპტომი, რომელსაც  ყურადღება უნდა მიაქციოს პაციენტმა , აქედან გამომდინარე  ისმევა რამოდენიმე კითხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს ,კერძოდ :

1.    ხომ არ გაწუხებთ პირის სიმშრალე  ან პირიქით, უხვნერწყვიანობა?
2.    ხომ არ აღინი შნება  ტკივილი და შესიება ქვედა ყბის მიდამოში საკვების მიღების დროს?
3.    ხომ არ გრძნობთ  წვის შეგრძნებას  ენისქვეშა მიდამოში?

თუ გსურთ ალტერნატიული მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკაში ყბა–სახის ქირურგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს. მოგახსენებთ, კლინიკაში დანერგილია სანერწყვე ჯირკვლის დაავადებების უახლესი კვლევითი მეთოდი, სიალოენდოსკოპია, როდესაც ექიმ–სპეციალისტი  ვიზუალურად ათვალიერებს სანერწყვე ჯირკვლის სადინარს, პარენქიმას და სტრომას. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.