ნაადრევი მენოპაუზა


  • 03 აპრილი 2017
კითხვა: გამარჯობა. ვარ 28 წლის და 3 თვეა მაქვს მენოპაუზა რაიმე მედიკამენტი თუ შეიძლება რომ მივიღო. ტესტი გავაკეთე მაგრამ ფეხძიმედ არ ვარ
პასუხი: მოგესალმებით ! მოგახსენებთ, რომ 28 წლის ასაკში მენოპაუზას იწვევს რამოდენიმე ფაქტორი :
1. გენეტიკური (თუ დედას ნაადრევად დაეწყო მენოპაუზა შვილებში ეს გენეტიკურია 40 %-70 % )
2. გადატანილი ძლიერის სტრესი (მათ შორის სქესობრივი მომწიფების ასაკში)
3. ქიმიო ან სხივური თერაპია, აუტოიმუნური დაავადებები
4. ნაადრევი ასაკიდან სიგარეტის წევა (დღეში 20 ღერი და მეტი)
5. მკაცრი დიეტები ადრეული ასაკიდან ( არაბალანსირებული კვება იწვევს მინერალების და ვიტამინების ნაკლებობას , რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ადამიანის ჰორმონალურ ფონზე)
6. ჭარბი წონა (ზედმეტად ცხიმიანი და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები )
7. არასპორტული ცხოვრების წესი


ნაადრევი მენოპაუზის დიაგნოზი რომ დაისვას საჭიროა რამოდენიმე კვლევის ჩატარება
1.    სასქესო ჰორმონების (ესტროგენის და პროჟესტერონის )განსაზღვრა
2.    მცირე-მენჯის ღრუს ექოსკოპია
3.    მამოგრაფია

თუ თქვენ ეს კვლევები არ გაქვთ ჩატარებული, არ ყოფილხართ გინეკოლოგთან , მობრძანდით  ჩვენს კლინიკაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმ-გინეკოლოგთან , ჩაიტარეთ  სრულფასოვანი გამოკვლევები და  შეირჩევა  თქვენთვის შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა . სხვანაირად, დისტანციურად პასუხის გაცემა იქნება არაკორექტული და შესაბამისად შედეგიც არაეფექტური.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით 577 119 119  ად  202 25 25 . გისურვებთ ჯანმრთელობას

გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.