ვიზიტი ჰემატოლოგთან


  • 18 აპრილი 2017
კითხვა: გამარჯობა. ფოთიდან გაწუხებთ, მაინტერესებს თქვენთან არის თუ არა ჰემატოლოგი და კეთდება თუ არა ყველაეა სახის ანალიზი (სისხსხლი საერთო. როე. რკინა. გემოგლობინი) ან ვის შეიძლება მივმართო იმ შემთხვევაში თუ რკინა დაბალია ორგანიზმსში დ
პასუხი: მოგესალმებით, ქირურგიის ეროვნული ცენტრის შემადგენელი ნაწილია ჰემატოლოგიის (სისხლის დაავადებათა) დეპარტამენტი ,რომელშიც მოღვაწეობს მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე საექიმო გუნდი .
კლინიკას აგრეთვე გააჩნია ლაბორატორიები,რაც საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ ნებისმიერი სახის კვლევა,მათ შორის თქვენს მიერ დასახელებული სისხლის ანალიზები .
რაც შეეხება მკურნალობის ღირებულებას – იმ შემთხვევაში თუ პაციენტი საქართველოს მოქალაქეა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე,რკინადეფიციტური ანემიის არსებობისას,მკურნალობა ჩატარდება სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ,ხოლო თუ პაციენტი რაიმე მიზეზით ვერ სარგებლობს სახელმწიფო პროგრამით,მაშინ გირჩევთ,მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და თავდაპირველად გაიაროთ კონსულტაცია ჰემატოლოგთან .შემდგომში მისი გადაწყვეტილებით დაინიშნება სათანადო კვლევები და ადგილზევე გაეცნობით თქვენთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას .
გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით,გისურვებთ ჯანმრთელობას !
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ კლინიკის ცხელ ხაზზე .ტ.5 77 119 119 .




ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები  (დაუსვი შეკითხვა ექიმს)




გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.