ნაღვლის ბუშტის პრობლემები


  • 18 აპრილი 2017
კითხვა: მოგესალმებით. ასეთი შე მაქვს: როდესაც რაიმე მიზეზით ნაღვლის წვენი შეფერხებით გადაედინება ნაწლავში, ასეთ დროს რა ხდება მუცლის ღრუში, რისი მუშაობა ფერხდება, ფერმენტების გამომუშავებაზე ხომ არ აქვს გავლენა ამას?
პასუხი: მოგესალმებით! ნაღვლის ბუშტში არსებული წვენი ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თმნაშობს საჭმლის მონელების პროცესში .ნაღვლის ბუშტი ამ მხრივ წარმოდგენს დეპო ორგანოს,იქ ინახება ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაღველი .
ნაღველი ღვიძლის მიერ გამომუშავებული და ნაღვლის ბუშტში დაგროვილი ტუტე რეაქციის ბლანტი სეკრეტია,რომელიც ნაღვლის ბუშტიდან პერიოდულად ჩაედინება თორმეტგოჯა ნაწლავში. ნაღველს შეიძლება გააჩნდეს ყვითელი, მწვანე ან ყავისფერი შეფერილობა, მასში არსებული ნაღვლის პიგმენტების რაოდენობაზე დამოკიდებულებით. ნაღვლის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ლეციტინი, ქოლესტერინი და ნაღვლის მჟავების მარილები.  მარილები და მჟავები ააქტიურებენ ლიპაზას და ამით ხელს უწყობენ ცხიმების მონელებას. გარდა ამისა, ნაღველი ასტიმულირებს თორმეტგოჯა ნაწლავის პერისტალტიკას . საკვების მიღებისას ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის და ნაწლავებს ცხიმის, წყლის და ელექტროლიტების შეთვისებაში ეხმარება.ნაღვლის ბუშტის ფუნქციის რეგულაცია ხორციელდება ნეიროჰუმორული მექანიზმებით. თორმეტგოჯა ნაწლავის და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიერ გამომუშავებული ქოლეცისტოკინინი იწვევს ნაღვლის ბუშტის ძლიერ ტონურ შეკუმშვას და ერთდროულად ოდის სფინქტერის მოდუნებას, რაც ხელს უწყობს ნაღვლის გადასვლას ნაწლავებში .
ეს რაც შეეხება ნაღვლის ფუნქციას და დანიშნულებას,მაგრამ თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს აქვს ამ სისტემაში არსებული  რაიმე პათოლოგიური მდგომარეობა,ის მოითხოვს უფრო დეტალურ შესწავლას.ამ შემთხვევაში დისტანციაზე რაიმე რჩევის მოცემა არაკორექტულია,გირჩევდით კლინიკაში მოსვლას და ქირურგის კონსულტაციის მიღებას .
გაცნობებთ,რომ კლინიკაში მოქმედებს აქცია – უფასო კონსულტაციის დღეები .საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი დაგინიშნავთ სათანადო კვლევებს პათოლოგიის არსის დასაზუსტებლად.
სასურველია კონსულტაციისათვის წინასწარ ჩაწერა ცხელ ხაზზე ,ტელ . 5 77 119 119 ან 2 02 25 25
გმადლობთ , რომ ენდობით ჩვენს კლინიკას , გისურვებთ ჯანმრთელობას

გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.