სარძევე ჯირკვლების პათოლოგიები


  • 20 აპრილი 2017
კითხვა: გამარჯბა. სამი წლის უკან მკერდის შემოწმებისას ექოსკოპიით გავარკვიე რომ მქონდა კისტური მასტოპატია, გავიკეთე მამოგრაფიაც და მცირე ზომის ასიმეტრიული სიმკვრივე აღმომაჩნდა, გავიკეთე შემოწმება ჰორმონებზე და ესტრადიოლი მაქვს ცოტა მომ
პასუხი: მასტოპათია არ მიეკუთვნება კიბოს წინა დაავადებების რიცხვს.  უმრავლეს შემთხვევაში ეს კეთილთვისებიანი წარმონაქმნია,  მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში თუ უჯრედების დაყოფის პროცესში მოხდა ცვლილებები მასტოპათიამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს განვითარება.  განასხვავებენ მის რამდენიმე ფორმას, რაც სარძევე ჯირკვალში ამა თუ იმ კომპონენტის – ჯირკვლოვანის, კისტოზურისა თუ ფიბროზულის – სიჭარბეზეა დამოკიდებული. ყველაზე გავრცელებული შერეული ფორმებია. მასტოპათიის დროს ჯირკვალში შეინიშნება დიფუზური ცვლილებები ან სხვადასხვა ზომის ცისტოზური და ფიბროზული ჩანართები. განსაკუთრებით საშიშია კვანძოვანი მასტოპათია რომელიც არცთუ ისე იშვიათად ასტიმულირებს კიბოს,  ამიტომ პაციენტის გამოკვლევის დროს,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექტორალური რეზექცია. თუ სათანადოდ ვუმკურნალებთ, იგი არ მიეკუთვნება საშიშ დაავადებათა რიცხვს, არანამკუნალევი და გართულებული შემთხვევები კი კიბოსწინარე მდგომარეობად მიიჩნევა.სტატისტიკის თანახმად, ეს დაავადება ვლინდება 30 და მეტი წლის ქალების 25%-ში და 40 წელზე მეტი ასაკის ქალების 60%-ში.  ქალებში , რომელთაც აქვთ ინდივიდუალური ან მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ყველაზე დიდი საშიშროებაა მასტოპათიის განვითარებისა. რისკის ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება გინეკოლოგიური დაავადებები,  ენდოკრინული სისტემის დაავადებები,  გვიანი პირველი ორსულობა,  არამშობიარობა,  აბორტები,  მშობიარობის შემდგომი და ჩირქოვანი მასტიტები,  არასწორი კვება,  ტრავმები, მოწევა. ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩაიტაროთ უახლესი მეთოდით კვლევა  მკერდზე – ექოსკოპია ელასტოგრაფიით ,რომელიც წარმოადგენს მამოგრაფიის  ალტერნატიულ სადიაგნოსტიკო საშუალებას.  ეს პროცედურა უსაფრთხოა და წარმოადგენს ულტრაბგერას, რომელიც აღწევს კანქვეშა ქსოვილში. ის არ არის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და შეგიძლიათ ეს პროცედურა იმდენჯერ ჩაიტაროთ რამდენჯერაც გნებავთ. აუცილებელია, რომ ულტრაბგერითი ელასტოგრაფია წელიწადში ორჯერ ყველა ჯანმრთელმა ქალმა ჩაიტაროს. გაცნობებთ , პაციენტთა ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 . გმადლობთ , რომ დაინტერესდით  კლინიკით , გისურვებთ ჯანმრთელობას

გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.