გაფანტული სკლეროზი


  • 27 აპრილი 2017
კითხვა: გამარჯობა. მაქვს გაფანტული სკლეროზი, წავიკიხე რომ თქვენთან ახალი ტექნოლოგიებით მკურნალობთ, გთხოვთ დამეხმაროთ ვის მივმართო
პასუხი: გამარჯობა! გაფანტული სკლეროზი აუტოიმუნური ხასიათის ქრონიკული დაავადებაა. ის უმთავრესად 17-18-დან 40 წლამდე ასაკში გვხვდება.  დაავადების განვითარებაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს, თუმცა მისი უშუალო მიზეზი  სამწუხაროდ, უცნობია. ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდები არსებობს. ერთ-ერთი, ყველაზე საფუძვლიანი ვარაუდის მიხედვით, მას ე.წ. ნელი ინფექციები (წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ჰერპესი და სხვა) იწვევს.  მოგეხსენებათ, ამ ინფექციათა გამომწვევები ორგანიზმში დიდხანს რჩებიან, ხელსაყრელ პირობებში აქტიურდებიან და გაფანტული სკლეროზისთვის დამახასიათებელ აუტოიმუნურ პროცესებს რთავენ. გირჩევთ, პირველ რიგში ნევროლოგს მიმართოდ.  ნევროლოგიურ გასინჯვასთან ერთად, დიდ ინფორმაციას გვაწვდის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია. აღნიშნული  კვლევით ვხედავთ დაავადებისთვის დამახასიათებელ დემიელინიზაციის უბნებს, რომლებიც თავისა და ზურგის ტვინის ნებისმიერ უბანში შეიძლება შეგვხვდეს. გაცნობებთ, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ‘უფასო კონსულტაციის დღეები’, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ მობრძანდეთ  ჩვენს კლინიკაში უფასო საკონსულტაციო დღეს, ყოველ პარასკევს , გაიაროთ კონსულტაცია და მიიღოთ სათანადო რეკომენდაციები შემდგომ ტაქტიკასთან დაკაშირებით.  ექიმ–ნევროლოგთან ( თეა შუბლაძე)  უფასო ვიზიტზე აუცილებელია  წინასწარი ჩაწერა შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 . გმადლობთ , რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით , გისურვებთ ჯანმრთელობას !



გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.