ენდომეტრიოზი


  • 01 მაისი 2017
კითხვა: ვარ 43 წლის. მყავს 3 შვილი, სამივე მხედველობის გამო გავაჩინე საკეისრო კვეთით. უნცროსი შვილი არის 6 წლის. მას მერე ფეხმძიმედ არ დავრჩენილვარ. ჩავაბარე ჰორმონალური ანალიზები და მაქვს წესრიგში, მხოლოდ მაქვს ენდომეტრიუმი დაპატარავ
პასუხი: გამარჯობა ქალბატონო ნინო! თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე სავარაუდოდ საქმე ეხება ენდომეტრიოზს. ენდომეტრიოზის ტიპიური სიმპტომებია:
•         მუცლის ქრონიკული ტკივილი
•         ტკივილი მენსტრუაციის დროს
•         ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
•         ჩასახვის პრობლემები
•         ტკივილი ოვულაციის დროს
•         არასტანდარტული და უხვი გამონადენი მენსტრუაციის დროს, მენსტრუაციის დაწყებამდე მცირე სისხლისმაგვარი გამონადენი
•         მენსტრუაციის დროს კუჭნაწლავის პრობლემები - შეკრულობა, აშლილობა, ტკივილი კუჭში გასვლისას და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები
•         ხშირი და მტკივნეული შარდვა მენსტრუაციის პერიოდში
რაც შეეხება დიაგნოსტირებას, თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე,  პირველ ეტაპზე უნდა ჩატარდეს  მცირე მენჯის   ექოსკოპიური გამოკვლევა, ასევე უნდა განისაზღვროს ენდომეტრიუმის სისქე, გამოირიცხოს საშვილოსნოს პოლიპი. თუ  გსურთ ალტერნატიული მოსაზრების მოსმენა , მობრძანდით კლინიკაში ექიმ–გინეკოლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭირო კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდეგ ტაქტიკას. გაცნობებთ, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარე აქციის ფარგლებში ექიმ–სპეციალისტთან კონსულტაცია უფასოა. პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!



გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.