კუჭის წყლულოვანი დაავადებები

კითხვა: გამარჯობათ, ჩემს მეეუღლეს აწუხებს მუდმივი მუცლის შებერილობა,ბოყინი და მომნელებელი სისტემა არ აქვს წესრიგში.რა ინფორმაციის მოძიებაც შევძელი მისი სიმპტომები ზუსტად გავს დისბაქტერიოზს.ასევე ზონდიც გადაყლაპა და აქვს მცირე ეროზიები კუჭში.რით შეიძლება ვიმკურნალოთ.ან ვის უნდა მივმართოთ? მადლობა
პასუხი:

გამარჯობა! პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია მიმართოთ გასტროენტეროლოგს ,რომელიც შეიმუშავებს მკურნალობის სწორ მეთოდიკას .ჩვენი აზრით,სავარაუდოდ საჭირო იქნება ჰელიკობაქტერიის ერადიკაცია ,თუმცა,ცხადია,მკურნალობის ტაქტიკაზე გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი–სპეციალისტი. წყლულოვანი დაავადების მკურნალობაში  კონსერვატიულ მკურნალობასთან ერთად , ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია დიეტური თერაპია, რაც გულისხმობს კუჭის ლორწოვანი გარსის საკვებისმიერი გამღიზიანებელი ფაქტორებისაგან დაცვას, როგორიცაა ცხარე, მჟავე, წიწაკიანი, ტომატიანი საკვების მიღება.შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან ,რომელიც დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში .დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია ჩაგწეროთ წინასწარ .დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .გმადლობთ ,რომ ენდობით კლინიკას ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა