სათესლე ჯირკვლების ტკივილი - უროლოგია

კითხვა: რამ შეიძლება გამოიწვიოს თესლის მსგავსი სითხის დენა და უმნიშვნელოდ კვერცხების ტკივილი რა არის ამისი გამოსავალი
პასუხი:

მოგესალმებით,
სათესლე ჯირკვლები მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს. სწორედ იქ გამომუშავდება სპერმა და მამაკაცის ჰორმონები. ამრიგად, მათ გარეშე მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციობა წარმოუდგენელია.
სათესლე ჯირკვლების ტკივილის უკან შესაძლოა არაერთი დაავადება იმალებოდეს, რომლებიც სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, სხვადასხვა პროგნოზი აქვს და სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება, ამიტომ მისი აღმოცენებისას სწორი დიაგნოზის დასმა აუცილებელია.
როგორც აღვნიშნეთ, სათესლე ჯირკვლების ტკივილს არაერთი დაავადება იწვევს, მათ შორისაა:

  • ორქიტი;
  • ვარიკოცელე;
  • ჰიდროცელე;
  • ჯირკვლის შემოგრეხა;
  • პროსტატიტი.

რაც შეეხება გამონადენს, მამაკაცის სასქესო ორგანოდან ნებისმიერი სახის გამონადენი პათოლოგიურად მიიჩნევა და ექიმის კონსულტაციას მოითხოვს.
გამონადენის გამომწვევი შესაძლოა იყოს შარდსადენი მილის ანთება – ურეთრიტი, თავად ურეთრიტს კი სხვადასხვა ეტიოლოგია აქვს.
ასეთ დროს, პირველი და ყველაზე ინფორმაციული გამოკვლევებია:

  • ნაცხის ანალიზი;
  • ბაქტერიოსკოპია;
  • ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

ვინაიდან, სხვადასხვა გამომწვევის აღმოსაჩენად დიაგნოსტირების სხვადასხვა მეთოდია ინფორმაციული.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის უროლოგიურ დეპარტამენტში, შეგიძლიათ, ისარგებლოთ კვალიფიციური უროლოგის უფასო კონსულტაციით, ექიმი სათანადო კვლებისა და გასინჯვის საფუძველზე გაარკვევს ტკივილის მიზეზს და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.



უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი. გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა