სქესობრივი აქტი ჰისტერექტომიის შემდგომ - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, თუ შეიძლება მიპასუხეთ,საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის ამოკვეთის შემდეგ მეუღლესთან სექსუალური აქტი შესაძლებელია?
პასუხი:

მოგესალმებით,
დიახ, რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა, ჰისტერექტომიის შემდეგ მრავალი ქალი განიცდის შემდეგ ცვლილებებს:

  • ლიბიდოს დაქვეითება ,რაც ძირითადად ფსიქოგენური ხასიათისაა .
  • ვაგინალური სეკრეტის გამომუშავების შემცირება;
  • გენიტალიების მგრძნობელობის დაქვეითება.

ჩამოთვლილი მოვლენები, შესაძლოა, განპირობებული იყოს იმ ჰორმონული ცვლილებებით, რომლებიც საშვილოსნოს ამოკვეთის შედეგად წარმოიშობა.
გარდა ამისა, საშვილოსნოს ამოკვეთის პროცესში შესაძლოა, დაზიანდეს ის ნერვები და სისხლძარღვები, რომლებიც აუცილებელია სქესობრივი აქტის განსახორციელებლად.
თუ ამ მხრივ პრობლემები არ არის და მხოლოდ ფიზიკურად აქტის განხორციელების საკითხს განიხილავთ ,ცხადია ის დაშვებულია და პირიქით გირჩევთ ,მასზე თავი არ შეიკავოთ .უფრო მეტიც,მაშინაც კი ,თუ ლტოლვის შემცირებას გრძნობთ , ვინაიდან სქესობრივი ცხოვრება ,თავის მხრივ ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია .

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა