სავარაუდო ორსულობა - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ რომ არსებობთ. არაერთხელ გამომიგზავნია შეკითხვა და ყოველთვტს მიმიღია ამომწურავი პასუხი. კიდევ მაქვს ერთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. მოკლედ ვმკურნალობდი დასაორსულებლად. ბოლო კურსის მკურნალობა ეს მედიკამენტები მივიღე. ფემოსტონი2/10 28 დღე. მე 16 დღიდან დუფასტონი 10 დღე. მენსტრ. მოსვლიდან მე 5 დღიდპნ დუინუმი 5 დღე. მე 10 დღიდან დუფასტონი. 13 ში ველოდებოდი ციკლს. მაგრამ არ მომსვლია. დღეს უკვე 21 ია 3 დღის წინ გავაკეთე ტესტი მაგრამ უარყოფითია. არ ვიცი რა ვქნა. წესტთ რომ ვიყო ხომ უნდა ეჩვენებინა ტესტს. ასეთი დარღვევა და გადაცდენა არ მქონია აქამდე. ძალიან ვნერვიულობ თქვენი აზრი მაინტერესებს. ძალიან გთხლვთ მიპასუხოთ. ვარ 41 წლის.შ ვილი არ მყავს. და არც ორსულად დავრჩენილვარ. 1 წელია გავთხოვდი. მადლობა წინასწარ. მოუთმენლად ველი პასუხს.
პასუხი:

მოგესალმებით,
ბევრი პაციენტი მოგვმართავს ამ შეკითხვით. შეაბამისად, გიპასუხებთ ანალოგიურად. შესაძლოა, ორსულობის ტესტი შეცდეს, რადგან ქორიონული გონადოტროპინი გამომუშავდა გვიან და ვერ მოასწრო იმ ნიშნულისთვის მიეღწია, რომ ტესტს დაეფიქსირებინა (შარდში ქორიონული გონადოტროპინის დაფიქსირება ტესტის საშუალებით შესაძლებელია მაშინ, როდესაც მაღალია მისი მაჩვენებeლი სისხლში).
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მიბრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ორსულობა, ასევე განისაზღვროს ქორიონული გონადოტროპინის ზუსტი დონე სისხლში.


სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა