კითხვა: გაამრჯობა ,რეოგრაფია რამდენად ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევს ამა თუ იმ პათოლოგიის დადგენაზე. მაგალითისთვის შესაძლებელია თუ არა სტენკორდიული გულის ფარული დაავადების ამოცნობა,ან თავის ტვინში არსებული პრიცესების შესახებ ინფირმაციის მიღება?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ რეოგრაფია ძირითადად, გულის მარჯვენა ან მარცხენა ნახევრის დაზიანების დიფერენციული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.
ეს არის სხეულის რაიმე ადგილის სისხლით ავსების შესწავლის მეთოდი მისი (ამ ადგილის) ელექტროწინაღობის რხევების გრაფიკული რეგისტრაციის გზით.
რეოგრაფიული მონაცემებით აღინიშნება:

  • პულსური სისხლსავსეობის დაქვეითება;
  • ზემო კიდურების ვენების ტონუსის დაქვეითება;
  • თითებში არტერიული სისხლის ნაკადის შემცირება;
  • ღვიძლის სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება.

სპონტანური სტენოკარდიის დიაგნოზი ეფუძნება ჰოლტერის ეკგ-ს მონიტორინგს.
თავის ტვინის სისხლძარღვების მონიტორინგისთვის კი გამოიყენება:

  • დუპლექსსკანირება;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით.

ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია, ისარგებლოთ ყველა ზემოთჩამოთვლილი კვლევით აქციის ფარგლებში. ასევე, მოგემსახურებათ მაღალკვალიფიცურ ექიმთა გუნდი.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა