ვიზიტი სპეციალისტთან - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა.მხარის,გულმკერდის და მუცლის ღრუს ტკივილი დამეწყო დაახლოებით 15 წლის წინ,თუმცა ძალიან იშვიათად მქონდა შეტევები,ალბათ წელიწადში ერთხელ.ბოლო 7 წელია ვცხოვრობ საფრანგეთში,ნორმანდიაში,სადაც ნესტიანი ჰავაა და სულ ქარია და ტკივილი მომემატა და შეტევები გამიხშირდა,თითქმის ყოველ 2 კვირაში ან მაქსიმუმ თვეში ერთხელ საწოლს მაჯაჭვავს მინიმუმ 3 დღით.ანუ იწყება თითქმის კისერთან,მხარის ყრუ ტკივილით.შემდეგ ნელ-ნელა ძლიერდება,ადის 10 ბალიანი შეფასებით 7-8 მდე.მეორე დღეს გადადის გულ-მკერდზე,(8-9 "ბალი")მიჭირს სუნთქვა,საუბარი,მოძრაობა,გეგონება ნეკნები მერჭობა ფილტვებში,მაქვს გულის რევა,დაბალი სიცხე ,37.5. მესამე დღეს ტკივილი გადადის მუცლის ღრუში,კუჭის მიდამოებში და ნელ-ნელა ნელდება.99% გრძ ელდება 3 დღე,მეტი არა და ასე მეორდება ხან ყოველ 2 კვირაში ერთხელ,ხან თვეში ერთხელ და ასე ვიტანჯები.ანალიზები აჩვენებს რომ შეტევის დროს პროტეინ ც რეაქტივი 5 -ის ნაცვლად მაქვს 205-ზე.ამის გამო ერთხელ პერიკარდიტიც კი იეჭვეს და 2 კვირა დამაწვინეს კარდიოლოგიურში,გამიკეთეს ეხო და სკანერი გულზე,უწყვეტი კარდიოგრამა,გული გამოირიცხა,ჯანსაღია.შემდეგ იეჭვეს ტუბერკულიოზი,იკვლიეს დიდხა ნს,გამოირიცხა.შემდეგ მორიგმა ექიმმა ანალიზების საფუძველზე დაადგინა, რომ ხმელთაშუა ზღვის ციებცხელება,პერიოდული დაავადება გაქვსო(სომხურ დაავადებას რომ ეძახიან.ქართველი ვარ ვიცი,სომეხი არავინ მყოლია,მაგრამ დაზუსტებით რა თქმა უნდა ვერაფერს ვამტკიცებ.დედა წარმოშობით იმერელი,მამა მთიული,მეც და მშობლებიც დავიბადეთ და გავიზარდეთ რუსთავში).დამინიშნა კოლხიცინი,ვსვამ,შეტევები კი გრძელდება.ამ დროს მაქვს საშინელი გაზები მუცელშივდა ბოყინი,კუჭიც მტკივა.დავაკვირდი,შეტევა მეწყება თუ ცოტა შემცივა,ან ვინერვიულებ ხოლმე.არ ვეთანხმები ფრანგების დიაგნოზს,სიმპტომები სხვაა მაინც,მაღალი სიცხე არ მაქვს,მუცელი წყლით არ მევსება,არ მებერება.მხოლოდ მიბუყბუყებს და გაზები.ეს დაავადება გენეტიკურია,მაგრამ არც ოჯახის წევრს და არც ნათესავს მსგავსი არაფერი აქვს მინ. 4 თაობაში არ მსმენია არავისგან მსგავსი ჩივილები.თან რაც ნესტიან ჰავაში გადმოვედი,მას მერე გამირთულდა.უფრო ნეკნთაშუა ნევრალგია ან რამე მსგავსი ,ნერვის ანთება ქრონიკულში გადასული და ა.შ. მგონია+ გასტრიტი,რომელიც მაქვს ვიცი.იქნებ მირჩიოთ რა ვქნა,რისი გამოკვლევა გავიკეთო.დაზღვევა კარგი მაქვს, პლასტიკური ოპერაციების გარდა ყველაფერი უფასო მაქვს.რა და როგორ გამოვიკვლიო,ვის მივმართო.მადლობა წინასწარ.
პასუხი:


მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია. თუმცა, შევეცდებით დაგეხმაროთ.
თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომები რატომ დაუკავშირეს სომხურ დაავადებას, ჩვენთვის გაუგებარია. სრულიად აშკარაა, რომ ტკივილი გეწყებათ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემიდან და არა მუცლის ღრუდან.
ბოყინი კი, წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს - აირების ამოსვლას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ძირითადად საყლაპავიდან ან კუჭიდან. ხშირად მას თან სდევს დამახასიათებელი ხმა და სუნიც.
საკვებსა და კუჭის წვენთან ერთად კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც დაგროვილია კუჭის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილში.
შემაწუხებელ ბოყინს იწვევს:

  • კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია;
  • დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • გასტრიტი;
  • დუოდენიტი;
  • დუოდენოსპაზმი ან დუოდენოსტაზი;
  • ნეიროვეგეტატიური დისტონია;
  • კოლიტი;
  • ქრონიკული და მწვავე პანკრეატიტი.

გირჩევთ, პირველ რიგში მიმართოთ გასტორენტეროლოგს, სადაც შესაძლოა საჭიროს გახდეს გასტროსკოპია სხვადასხვა პათოლოგიის გამოსარიცხად.
ასევე, სასურველია ჩაიტაროთ მთლიანი ხერხემლის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.
ვიმედოვნებთ, კლინიკა, სადაც თქვენ იმყოფებით სარგებლობს თანამედროვე გაიდლაინებით, ითვალისწინებს პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობის მეთოდებს, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს გამოყენებული, მკურნალობის შესაძლებლობები.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა