მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნის ონკომარკერი - სკრინინგი

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს თუ მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნის გამორიცხაა საჭირო რომელი ონკომარკერები უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში და რამდენად სწორ და დროულ ინფორმაციას იძლევა? ვიცი რომ კოლონოსკოპია უფრო ეფექტურია მაგრამ რთული პროცედურაა და თუ არის შესაძლებელი სიმსივნის გამოსარიცხად მისი კონკრეტული ონკომარკერებით ჩანაცვლება.
პასუხი:

მოგესალმებით,
სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების დიაგნოსტირებისთვის ტარდება CEA-ს ანალიზი.
ამ ანალიზს მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც კიბო CEA-ს დონის მომატებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში, სისხლში მის კონცენტრაციაზე დაკვირვებით, ახორციელებენ მკურნალობის მონიტორინგს. ასევე, მიახლოებით განსაზღვრავენ პროგნოზს და კიბოს სტადიას, ახდენენ რეციდივის გამოვლენას.
ჩვეულებრივ, CEA უფრო მაღალია კიბოს გვიან სტადიებზე.
თუმცა, მისი დონის მომატების მიზეზი შეიძლება, იყოს წყლულოვანი კოლიტი, სწორი ნაწლავის პოლიპები და ა.შ.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც მოგემსახურებათ შესაბამისად.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ 18 თებერვლიდან ჩართულია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგში.
აქციით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ თბილისში მცხოვრებ პაციენტებს. ( პირადობაში საცხოვრებელ ადგილად მითითებული უნდა იყოს – ქალაქი თბილისი).
სკრინინგის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული: https://kirurgia.ge/article/31538/mskhvili-nawlavis-kibo-%E2%80%93-gtavazobt-mskhvili-nawlavis-kibos-skrinings,-qirurgiis-erovnuli-centri-ertveba-tbilisis-meriis-mier-gamockhadebul-skriningshi

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა