კითხვა: გამარჯობა.ჩემს მეუღლეს ერთ თვეზე მეტია გადიდებული აქვს მარჯვენა სანერწყვე ჯირკვალი.უკვე თან ერთვის ტკივილიც.ვცხოვრობთ ბარსელონაში და მივმართეთ აქ რამდენჯერმე ექიმს( ოტორინოლარინგოლოგს) გასინჯეს მხოლოდ გარედან ხელით და უთხრეს რომ საშიში არაფერია და თავისით გაივლის..კბილებიც ჯანმრთელია და კბილებიდანაც არ არის გამოწვეულიო.. წამალიც მხოლოდ იბუპროფენი დაუნიშნეს..რომ არ გაუარა ისევ მივმართეთ ექიმს ოღონდ სხვა საავადმყოფოში და ისევ იგივე გაიმეორეს..ოღონდ უთხრეს რომ ლიმონიანი წყალი ესვა და ჯირკვალზე მასაჟები გაეკეთებინა ხოლმე სახლში..სხვა არანაირ კვლევას არ უტარებენ( მაგრამ როგორც ვიცი ჯირკვალზე მასაჟები არ შეიძლება და რათქმაუნდა არ გაიკეთა)..ამასთან ერთად იგ ივე მარჯვენა მხარეს ამოსდის სიბრძნის კბილიც და დღეს სტომატოლოგს უთხრა რომ შესაძლოა კბილიდანაც იყოს..იქნებ გვითხრათ და გვირჩიოთ რამე..მადლობა წინასწარ
პასუხი:

მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ, ჩივილის გამომწვევია სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგია, კერძოდ სიალოდენიტი.
ანთება შეიძლება იყოს რამოდენიმე ტიპის:

  • მწვავე;
  • ქრონიკული;
  • ჩირქოვანი;
  • ვირუსული.

თუ კენჭმა ნერწყვის გამომტანი სადინარი დაახშო, ნერწყვის გამოყოფის პროცესი დაირღვევა, ხოლო დარღვევა შესაძლოა მეორეული ინფექციით გართულდეს. სიალოდენიტის დროს პაციენტს, ჩვეულებრივ, აწუხებს ჯირკვლის საპროექციო არეში ქსოვილების შესივება და შეშუპება, თუმცა ნერწყვის გამოყოფის პროცესი დარღვეული არ არის.
დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა სანერწყვე ჯირკვლებისა და სადინარების ექოსკოპიური გამოკვლევა.
გირჩევთ, მიბრძანდეთ ყბა–სახის ქირურგთან, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენი მეუღლის მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა